FM97.5 / LIVE

26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.06.2017
დღეს, 26 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ

დილით უდეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, 12:30 საათზე ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, სოფლის ცნეტრში კონცერტს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ „ანთიმოზობა“ უდეში 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის, როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

ანთიმოზ ივერიელი საქართველოდან ოსმალებმა გაიტაცეს. სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალემის პატრიარქმა, მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ანთიმოზ ივერიელი მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს. ამ დროს იქაურობას განაგებდა კონსტანტინე ბრინკოვიანუ, რომლის განმგებლობის წლები რუმინეთის კულტურის აყვავების ხანად ითვლება. ანთიმოზ ივერიელის, როგორც მესტამბის, პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია ბუქარესტის სტამბასთან, სადაც მან 1691 წელს დაბეჭდა პირველი წიგნი. სასტამბო მოღვაწეობასთან ერთად, მან დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებაში. ამავე საქმეს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა - მღვდელმსახურება აღსრულებულიყო რუმინულ ენაზე. დიდია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაში. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა მისმა მოწაფემ მიხაილ იშტვანოვიჩმა. 1709 წელს ამ სტამბაში დაიბეჭდა „სახარება“. როგორც პოლიტიკური მოღვაწე, იბრძოდა რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის, ხალხს მოუწოდებდა ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა, რასაც ანთიმოზ ივერიელისთვის სასულიერო ღირსების აყრა და ექსორია მოჰყვა. სინას მთას მიმავალი გზაში მოკლეს.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა.

[sknews.ge]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

15.10.2019 ‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

15.10.2019 მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

„ანთიმოზობა“ უდეში
სოფელ უდეში „ანთიმოზობას“ აღნიშნავენ
უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს
26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ