FM97.5 / LIVE

2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს 6–წლიანი ვადა ექნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.06.2017
2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს 6–წლიანი ვადა ექნება
ერთჯერადად, 6-წლიანი ვადის შემოღება კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში აისახება.

„მიღებული დოკუმენტის თანმახმად მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი წესით. ეს არის ეს არის ასახული კოსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში, რაც შეეხება უფლებამოსილების ვადას, ერთჯერადად ჩვენ დავთანხმდოთ შემოთავაზებას, რომ 6–წლიანი იყოს მომდევნო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტი. ეს უკავშირდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ:“ პოლიტიკურადაც უფრო მეტად იქნება დაბალანსებული საარჩევნო კოლეგია“.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ვენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას იმ პირობებში მიესალმება, როცა პარლამენტი სრულად პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ხდება და ის 2024 წლიდან შედის ძალაში, ხოლო პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლისათვის უნდა ჩატარდეს, გასათვალისწინებელია ვადის ერთი წლით გახანგრძლივება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტები მეორე მოსმენით, გუშინ 23 ივნისს მიიღო.
წყარო:interpressnews.ge


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს დაინიშნა
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
ხვალ 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ