FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.06.2017
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს, კომპანიამ ისევ თანხის ნაწილი ჩაურიცხა. მუშებს დავალიანების სრულად დაფარვას სამუშაოების დასრულების შემდეგ დაპირდნენ.

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი– ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დასქმებულებმა, რომლებიც ორი თვეა სახელფასო დავალიანების სრულ ანაზღაურებას ითხოვენ, ჩასარიცხი თანხის ნაწილი გუშინ, 22 ივნისს მიიღეს. ნაწილს კი მას შემდეგ მიიღებენ, რაც გზის სარებილიტაციო სამუშაოები ბოლომდე დასრულდება.

„მუშების უმეტესობას ვინც აქ ვართ დასქმებული თითოს 4 000–ლარამდე გვაქვს ასაღები. დავალიანების დაფარვას ხუთიდან 10 ივლისამდე დაგვპირდნენ, მას შემდეგ რაც სამუშაეობს დავასრულებთ“,–გვიხსნის ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ოლეგ ჩილინგარაშვილი.

მისივე, თქმით სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, რადგან დაახლოებით ერთ კილომეტრზე, მხოლოდ ასფალტია დასასხმელი, სხვა სამუშაოები ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.

შეგახსნებთ, რომ სამ თვიანი სახელფასო დავალიანების გამო 60–მდე მუშა პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ 3 მაისს გაიფიცა. მუშებმა გზაზე, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი სამუშაო პროცესი შეაჩრეს და ვიდრე კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებდა, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ. დასაქმებული მუშების უმეტესობას ხელფასები 17 მაისს დაერიცხა, ნაწილმა კი დავალიანების ერთიმესამედი ივნისის თვეში მიიღო.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

16.06.2019 'საქართველოს მელიორაციას' 25 ავტომანქანა გადაეცა

15.06.2019 ნაჯახით თავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა მძიმეა

15.06.2019 შსს–მ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე 28 პირი დააკავა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია