FM97.5 / LIVE

ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2017
დღეს, 23 ივნისს „ახალციხის ციხის“ საკონფერენციო დარბაზში „მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სემინარი ჩატარდა.

ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა
სემინარს ბაღების, სკოლების, ქალაქის თვითმმართველობისა და სხვადასხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენელბი ესწრებოდნენ. სემინარზე საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის მენეჯმენტის შესახებ ისაუბრეს.

პროექტი, რომლის სახელწოდებაცაა „ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“, საქართველოს ექვს ქალაქში ხორციელდება.

ამ ექვსი ქალაქის მერს ენერგოეფექტურობის მიმართულებით შეთანხმების დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად პროექტის მიზანი თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში, ახალციხესა და ბოლნისში არსებულ საზოგადოებრივ შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაა.

ამ მიზნით ახალციხეში 12 საზოგადოებრივი შენობა შეირჩა: 5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა და2 საზოგადოებრივი შენობა. კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართულები იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში იმ მიზნით, რომ ენერგოეფექტურობის მიმართულებით სხვადასხვა ინფრომაცია მიიღონ.

„დღევანდელი სემინარის მონაწილეებს ავუხსენით თუ რა აქტივობებია პროექტში, როგორ შეძლებენ მასში ჩართვას. ასევე ვისაუბეთ იმაზე თუ რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება გვქონდეს“ – ამბობს ენერგოეფექტურობის ცენტრის საინფორმაციო ანალიტიკური გაყოფილების უფროსი ლიანა ღარიბაშვილი.

პროექტი დაფინანსებული დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს(DANIDA) მიერ, ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია(NEFCO), ხოლო პტოექტს ახორციელებენ ავსტიული კომპანია „ალლპლანი“(ALLPLAN) და „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება
ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება
ახალციხეში ენერგოეფექტურობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
ენერგოეფექტურობის პროექტის შეჯამება
ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა სამცხე–ჯავახეთში [Audio]
ჯავახეთის ორი სკოლა ენერგოეფექტური გახდება
ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ იმსჯელეს