FM97.5 / LIVE

პაუზა ლექსით: "დედას" – ირაკლი დეისაძე [Audio]

მთავარიპაუზა–რადიო 23.06.2017
ირაკლი დეისაძის, თანამედროვე ქართველი პოეტის, შემოქმედება რადიო "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერში – ლექსს, სახელწოდებით "დედას" თქვენთვის ბექა გასიტაშვილი კითხულობს.



დედას

დედა ჩვენს შორის უფსკრულია უშნო ეპოქა,
მე გვერდს მიმშვენებს სიამაყე–მკვლელი ამგალი,
ხო და სიშორეს ეს მიზეზი ნაღმად ეყოფა,
მე კი არ მინდა საცხოვრისი სახლი ამგვარი.

რადგან ამ სახლში შემურული კედელ–ჭერია...
მივიღე გუშინ მოწერილი შენგან ეტრატი,
რომ სათნოებას შენი არსი დაუჭერია,
მე კიდე, დედა, მაგგვარ ყოფილს ხარბად შეგნატრი.

მღლის ეს ცხოვრება ათას გვამს და ნათქვამს ნაბაძევს,
მღლის და სურვილი უცხო მიზნის სიმხნემ დაგეშა,
მინდა გაქცევა, მაგრამ გული ნებას არ მაძლევს,
გული, რომელმაც გრძნობის სხვა მნე აათარეშა.

და ახლა გვემა სასყიდელის სრულია ლეპტა,
შევღონდი, რადგან სირცხვილია ჩემი ამგალი,
მინდა გაქცევა... დასასრულის დღე იყოს ნეტა,
არ მინდა დედა, საცხოვრისი სახლი ამგვარი.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პაუზა ლექსით: "ვხვდები რომ თქვენგან მოწერილ სიტყვებს" [Audio]
პაუზა ლექსით: "დახუჭე თვალი" [Audio]
პაუზა ლექსით: "გაუბედავი სიყვარული" [Audio]
პაუზა ლექსით: "ბეთანიის გზაზე" – ანა კალანდაძე [Audio]
პაუზა ლექსით: "ბაგრატის ტაძარი" [Audio]
პაუზა ლექსით: "ძველი ჩონგური" – ალექსანდრე საჯაია [Audio]
პაუზა ლექსით: "თოვლი მოვიდა, მარიამ" [Audio]