FM97.5 / LIVE

სხვილისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღი განახლდა, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი.

სხვილისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

არასამთავრობო ორგანიზაციების Mercy Corps-ის, Worls Vision-ის, SDC-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით სოფელ სხვილისში საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. გახსნის ცერემონიას არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია Worls Vision-ს მიმართეს, რადგან სოფელში არსებული ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია განეხორციელებინათ.

”ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ”სამხარეო განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის მიდგომაა, რომ საქმე მარტო არ ვაკეთოთ. ამიტომ შემოვიერთეთ პარტნიორი ორგანიზაციები Mercy Corps-ი და SDC, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, რომლებიც ბაღის რეაბილიტაციაში დაგვეხმარნენ”, - Worls Vision-ის პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ბერძენიშვილი.

დაახლოებით რვა თვის წინ სხვილისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო.

”ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიწყო ეს პროექტი და მინდა ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ბაღის გახსნა მივულოცო. ეს არის პირველი ბაღი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლის დაფინანსებაშიც ადგილობრივი ხელისუფლება მონაწილეობდა”, - განაცხადა ახალალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელი გელა დემეტრაძემ.

არასამთავრებო ორგანიზაცია Mercy Corps-ი საბავშვო ბაღს ინვენტარით დაეხმარა.

”ნამდვილად კარგი პროექტია. ჩვენმა ორგანიზაციამ საბავშვო ბაღის სამზარეულოსა და საკლასო ოთახებისთვის ინვენტარი შეიძინა”, - განმარტავს Mercy Corps-ის გენდერული თანასწორობის კოორდინატორი ნინო ლომიძე.

განამხლებულმა საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება პირველი აპრილიდან დაიწყო. სადაც 12 ადამიანია დასაქმებული და ამ ეტაპზე 48 ბავშვი დადის.

”ამ ბაღის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლისთვის, რადგან აქ ეთნიკურად მრავალეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ამიტომ აქ ბავშვები ქართულ ენას შეისწავლიან. ამ ეტაპზე 48 ბავშვი გვყავს და კიდევ ორის მიღება შეგვიძლია”, - ამბობს სხვილისის საბავშვო ბაღის მენეჯერი თინათინ ხუციშვილი.

საბავშო ბაღის ეზოში არასამთავრებო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სიმბოლურად ხეები დარგეს.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა