FM97.5 / LIVE

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.06.2017
დღეს,23 ივნისს, 11:00 საათზე "ახალციხის ციხეზე" საკონფერენციო დარბაზში „მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიება ჩატარდება. ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალციხეში არაერთი აქტივობის ჩატარება იგეგმება.

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია იწყება

ახალციხეში ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო კამპანია მერების შეთანხმების ხელმომწერი ახალციხის მერიის და მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ორგანიზებით იწყება.

პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ (როგორც მუნიციპალური ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით ახალციხეში შეირჩა 12 საზოგადოებრივი შენობა (5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა), სადაც კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალას.

საზოგადოებრივ შენობებში გაიმართება საინფორმაციო სემინარები ენერგომენეჯმენტის საკითხების შესახებ შენობების მენეჯერებისა და ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის. საინფორმაციო კამპანიის პარალელურად დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება-სერთიფიცირების კურსების ჩატარება. გადამზადების თეორიული კურსების შემდეგ დაგეგმილია ენერგო აუდიტების ჩატარება საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შედეგების გასაანგარიშებლად საჭირო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით.

პროექტი დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) მიერ, ადმინისტრირებას უწევს ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაცია (NEFCO), ხოლო პროექტს ახორციელებენ ავსტრიული კომპანია „ალლპლანი“ (ALLPLAN) და „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ენერგომენეჯმენტის შესახებ სემინარი გაიმართა
ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება
ჯავახეთის ორი სკოლა ენერგოეფექტური გახდება
ახალციხის მერია ელექტროენერგიის დაზოგვაზე დაფიქრდა
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
მერია: ახალციხის ციხეზე ენერგოეფექტური განათებით ხარჯი გავანახევრეთ
საქართველოს რეგიონებში ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია იწყება