FM97.5 / LIVE

აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.06.2017
ავარიული სახლი და ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე, 28 წლის მევლუდ იუსუპოვი, რომელიც ოჯახთან ერთად აწყურში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს.

აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
მევლუდ იუსუპოვი მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სოფელ აწყურში, წრიოხის დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის, გარდა ამისა მევლუდის და მისი მცირეწლოვანი შვილის გარდა დანარჩენ ოჯახის წევრებს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ, რის გამოც სოციალურ დახმარებასაც ვერ იღებენ.

„6 წლის ბიჭი, ასევე 5 წლის და 4 თვის გოგონები მყავს. ჩემმა მეუღლემ გუნაშ იუსუპოვამ ქართული არ იცის, რის გამოც მეზობლებთან ურთიერთობაც უჭირს“, – ამბობს მევლუდ იუსუპოვა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ სამსახური არ აქვს ოჯახის შენახვა უჭირს: „15 მეასედი მიწა მაქვს სხვა არაფერი. დღიურად ვმუშაობ, სამუშაო ხან მაქვს, ხან არა. იუსტიციის სახლში მითხრეს 180 ლარი უნდა გადაიხადო მოქალაქეობა, რომ მიიღოო, მე კი ამდენი ფული არ მაქვს“.

იუსუპოვები რეპატრირებული მესხები არიან, რომელბიც 1944 წელს სტალინის ბრძანებით უზბეკეთში გადაასახლეს. მევლუდის ოჯახი საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა.

როგორც მევლუდი იხსენებს, მისი წინაპრები ადიგენში სოფელ ფლატეში ცხოვრობდნენ. ბებია ხადია იუსუპოვას გვარი სარალიძე იყო ხოლო პაპის -ზაზაძე.

„პაპას გადასახლებაზე საუბარი არ უყვარდა. ის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ბებია 14 წლის იყო, რომ გადაასახლეს, ახსოვს ის მძიმე დღეები, შიმშილით და სიცივით დახოცილი ადამიანები. ჩემი ახლობლები ყველა ჩავიდა უზბეკეთში, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. აქ დაქორწინდნენ ბებია და პაპაც“, – იხსენებს მევლუდ იუსუპოვი.

მისივე თქმით, წლების შემდეგ მისი ოჯახი სახოვრებლად აზერბაიჯანში გადავიდა: „14 წლის ვიყავი საქართველოში, რომ ჩამოვედით, მე, დედა, მამა, ბებია, ორი და და ძმა. ბინა ახალციხეში ვიყიდეთ და დავსახლდით. მანამდე აზერბაიჯანშიც კარგად ვცხოვრობდით, 35 ჰექტარი მიწა და ტრაქტორი გვქონდა. გვყავდა ცხვრები და ძროხები, მაგრამ იქ ჰაერი და წყალი არ ვარგოდა. მამას ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა, ამიტომ სამშობლოში დავბრუდით. საქართველოში ჰაერიც კარგია და წყალიც“.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 2004–2006 წლებში, როგორც იუსუპოვი ამბობს დედ–მამა გარდაიცვალნენ: „რაბათის სასაფლაოზე დავკრძალეთ. ბებია და ორი და კი საოცხვრებლად ისევ აზერბაიჯანში დაბრუნდნენ. ბებია 90 წლის არის, ახლა თავის შვილთან ერთად ცხოვრობს აზერბაიჯანში“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრების ნაწილი აზერბაიჯანში დაბრუნდა, მას ცხოვრება საქართველოში უნდა: „მეც ვიყავი წასული აზერბაიჯანში, ცოლი მოვიყვანე, მერე თურქეთში წავედი. საქართველოში შარშან დავბრუნდი და მინდა აქ ვიცხოვრო“.

იუსუპოვების ხუთსულიანი ოჯახი წრიოხის დასახლებაში ოროთახიან სახლში ცხოვრობს, მათი განცხადებით დაზიანებული სახურავის გამო სახლში წვიმა ჩადის, ასევე არ აქვთ სასმელი წყალი: „სად არ ვიყავი, რომ დამხმარებოდნენ, მაგრამ უარი მითხრეს. ვცდილობ ცხოვრება ავაწყო, მაგრამ არ გამომდის“.

ახალციხის გამგეობაში აცხადებენ, რომ იუსუპოვებს მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ, გარდა ამისა, ისინი რეგისტრირებულები არც ახალციხის თემში არ არიან და შესაბამისად ვერ დაეხმარებიან.

იუსუპოვები არც სოციალური დახმარებით სარგებლობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელის დავით გოგალაძის განმარტებით იმისათვის, რომ სოციალური დახმარება მიიღონ ოჯახის ყველა წევრი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.

„უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, ბაზაში სხვანაირად ვერ მოხვდება. ჩვენი ბაზები სამოქალაქო რეესტრის ბაზებს დარდება, პირადი ნომერი თუ არ აქვს საქართველოს მოქალაქის ისე ვერ მოხერხდება, ეს კი სავალდებულოა“, – განაცხადა დავით გოგალაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

18.10.2019 ასპინძის საძოვრები ნაგავსაყრელიდან ისევ ბინძურდება

18.10.2019 ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა

18.10.2019 მესხეთის თეატრს უკრაინული დასი ეწვევა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე
ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
ახალქალაქში 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლეს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
ცხოვრება ავარიულ სახლში
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა