FM97.5 / LIVE

მერიამ „ახალციხელობის“ დღესასწაულისთვის ტენდერი 55 000 ლარზე გამოაცხადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.06.2017
30 ივნისს ახალციხე შალვა ახალციხელის ხსენების დღეს იზეიმებს. ღონისძიების ორგანიზებისთვის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა. 38 000 ლარით ღონისძიების ორგანიზება იგეგმება, ხოლო 17 000 ლარი 27 კაციანი დელეგაციის სასტუმროთი უზრუნველყოფისთვის სჭირდებათ.

მერიამ „ახალციხელობის“ დღესასწაულისთვის  ტენდერი 55 000 ლარზე გამოაცხადა
„ახალციხელობის“ დღესასწაული 30 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ 10-საათიანი ღონისძიების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.

ახალციხელობის" დღესასწაულზე ასევე გაიმართება დრამ შოუ. ოჩოფეხებზე შემდგარი არანაკლებ 8 კაცისგან შემდგარი გუნდი მსვლელობას დაიწყებს ქალაქ ახალციხის ცენტრიდან "ახალციხის ციხემდე". სატენდერო დოკუმენტების მიხედვით მსვლელობის დროს დემონსტრირება ორ ლოკაციაზე შედგება. თითოეულ ლოკაციაზე შეჩერების დროს დღის ფოიერვერკებს გამოიყენებენ.

ციხის ტერიტორიაზე შალვა ახალციხელის ცხოვრების შესახებ გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, სადაც ნაჩვენები იქნება XII საუკუნის ისტორია.

"ახალციხელობაზე" გამოვლინდება სამი საპატიო მოქალაქე. ასევე, დაჯილდოვდებიან კონკურსის გამარჯვებულები: საუკეთესო ქუჩა, საუკეთესო ეზო, საუკეთესო უბანი. კონკურსში გამარჯვებულებს 15–კაციანი კომისია შეარჩევს. ხოლო საპატიო მოქალაქეების გამოვლენაზე კი 20–კაციანი კომისია უკვე მუშაობს.

19:30 სთ-ზე გაიმართება სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება;

20:00 სთ–ზე კი დაიწყება დასკვნითი კონცერტი, რომელიც 50 წუთს გაგრძელდება. მოწვეულ მომღერლებს შორის უნდა იყვნენ ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქეები, რომლებიც შეასრულებენ 3-3 სიმღერას ან კომპოზიციას.

რაც შეეხება 17 000 ლარიან ტენდერს, გამარჯვბულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 27 კაციანი დელეგაციის 5 დღის განმავლობაში სასტუმროში დაბინავება. როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, ამ დღისთვის სტუმრებს ინგლისიდან და სამხრეთ აფრიკიდან ელოდებიან.

"იქაური ნიუქასლის მცხოვრებლებს ვიწვევთ. ჩვენ მსოფლიოში არსებულ 23 ნიუქასლთან გვაქვს მეგობრობის საერთაშორისო მემორანდუმი გაფორმებული. "ახალციხელობაზე" სტუმრებს მხოლოდ ორი ნიუქასლიდან მოვიწვევთ", – ამბობენ მერიაში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 'პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს' - ლევან დავითაშვილი

07.04.2020 სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

"ახალციხელობაზე" გასამართი ღონისძიებების განრიგი
რამდენ ლარს დახარჯავს მერია 'ახალციხელობის' დღესასწაულისთვის
„ახალციხელობაზე“ გასამართი ღონისძიებების განრიგი
რას ნახავს მაყურებელი  "ახალციხელობის" დღესასწაულზე
‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
ახალციხის საპატიო მოქალაქეს 11–კაციანი კომისია შეარჩევს