FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.06.2017
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე დასაქმებული მუშები, დამსაქმებელი კომპანიისაგან სახელფასო დავალიანების მიღებას ამ დრომდე ელიან.

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზაზე დასაქმებულებს, დამსაქმებელი კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალი“ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას 18 ივნისამდე დაპირდა, თუმცა მუშების თქმით, მათ ანგარიშებზე ხელფასი ჯერ კიდევ არ დარიცხულა.

„ხუთი დღის წინ გვქონდა საუბარი, რომ ჩაგვირიცხავდნენ და დღემდე ველოდებით, თუ არ ჩაგვირიცხავენ, ხვალიდან გავიფიცებით, უკვე გადაწყვეტილი გვაქვს“–გვეუბნება ერთ–ერთი დასქმებული ოლეგ ჩილინგარიშვილი.

მისივე თქმით, გზის მონაკვეთზე სამუშაოები თითქმის დასრულებულია, მოეწყო ჯებირები და გზა მოიხრეშა , ახლა კი მხოლოდ მოასფალტებაა დარჩენილი: „ხელფასს თუ არ მივიღებთ სრულად, მუშაობას აღარ გავაგრძელებთ“.

შეგახსნებთ, რომ სამთვიანი სახელფასო დავალიანების გამო 60–მდე მუშა პროტესტის ნიშნად მიმდინარე წლის 3 მაისს გაიფიცა. მუშებმა გზაზე, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი სამუშაო პროცესი შეაჩრეს და ვიდრე კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებდა, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ. დასაქმებული მუშების უმეტესობას ხელფასები 17 მაისს დაერიცხა, ნაწილმა კი დავალიანების ერთიმესამედი ორი კვირის წინ მიიღო.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა სავარაუდოდ ორ კვირაში დასრულდება.

[ლუბა გიორგაძე–ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ