სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.06.2017
„ახალციხის ციხეზე“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებენ;

ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს
ახალციხე დღეს, 18 ივნისს, 15 ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ანსამბლს მასპინძლობს. აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ქვემო და შიდა ქართლიდან, ასევე კახეთიდან და თბილისიდან ჩამოსული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა ქართულ ცეკვებს და სიმღერებს ასრულებენ. ქართველები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურას წარმოადგენენ. თუმცა ყველა ნომერი ფოკლორულია.

„ჯოყოლოდან და დუისიდან ჩამოვედით. ჩვენ ცეკვის ანსამბლს „სინა სიგა“ ქვია და დღეს ორი ცეკვა, თუშური და ყაზბეგური შევასრულეთ. ამ ფესტივალში მონაწილეობას პირველად ვიღებ და ძალიან მიხარია, რადგან ბევრი ბავშვი გავიცანი“, – ამბობს ლარიტა ქშანაშვილი.

მულტიეთნიკური ფესტივალი საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება და როგორც პროექტის ავტორი მანანა ალფაიძე ამბობს, მასში მონაწილე გუნდების რაოდენობაც შესაბამსიად იზრდება. ამიტომ შერჩევა კონკურსის წესით უხდებათ.

„დღეს აქ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ამიტომ კონცერტიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია“, – ამბობს მანანა ალფაიძე.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრის აპარატის დეპარტამენიტის უფროსი ზვიადი ზვიადაძე კი ყურადღებას ამ ფესტივალის მნიშვნელობაზე ამახვილებს: „ვცდილობთ მოვცივათ ყველა რეგიონი, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს ღონსიძიება ხელს უწყობს ამ ადამიანების დაახლოებას, ბავშვები ერთმანეთს იცნობენ, შემდეგ მათი კონტაქტები გრძელდება და ეს ყვეალფერი გვაძლევს იმას, რომ მულტიეთნიკურობას ჩვენი ქვეყნის მთავარ საფუძვლად ვაქცევთ“.

ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“ ორგანიზატორები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონალური განყოფილება და საქართველოს გაეროს ასოციაცია.

ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი მიმდინარეობს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი გაიმართება
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმი გაიმართა
Brave Kids-ის მონაწილეები საქართველოში დაბრუნდნენ
ტოლერანტობის საერთაშორისო ფესტივალი ტოლერანტობის ქალაქში
ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
სამცხე–ჯავახეთი 'საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს' უმასპინძლებს