FM97.5 / LIVE

ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.06.2017
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რესტავრაციის დამასრულებელ მე-3 ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისაგან გასუფთავებას გულისხმობს, სამშენებლო დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" დააფინანსებს.

ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს

დღეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, კომპანია "მონოლით ჯგუფის" დირექტორმა ზაზა იჩქიტიძემ, ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ მანანა იოსავამ ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის სამრეკლოს ტერიტორიაზე ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლიც ფრესკების აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოღვაწეობის ისტორიაში, კომპანია „მონოლითი ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესში ფინანსური კუთხით კერძო სექტორის ჩართვის პირველი პრეცედენტია, თუ არ გავითვალისწინებთ ფონდი „ქართუს“ მასშტაბურ თანამონაწილეობას, რომელიც სააგენტოს ერთე-ერთი უმთავრესი ფინანსური დონორი ორგანიზაციაა.

XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციის მე-3 ეტაპზე, ისე როგორც განვლილ ეტაპეზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი იმუშავებს, რომელმაც ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად დაიწყო. ადგილზე განხორციელდა ფრესკების აღწერა-შეფასება. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.

"პროცესის დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გულისხმობს", – აცხადებენ სააგენტოში.


ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს

[sknews.ge]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე  ეტაპი დაიწყო
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
კულტურის სამინისტრო: ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
ვარძიაში ხანძრის შემდეგ რესტავრაციის პროცესში მხოლოდ ერთი კომპანია ჩაერთო
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა