FM97.5 / LIVE

გოდერძის გზის მშენებლობა ადიგენში 11 ადგილობრივის ნაკვეთს ეხება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 15.06.2017
ადიგენის იმ სოფლებში, სადაც ხულო–გოდერძის გზის მშენებლობისას გზა გაივლის, კომპენსაციების გასაცემად მიწები აზომეს, რის შედეგადაც კომპენსაციების მიმღებთა რაოდენობა 7–დან 11–მდე გაიზარდა;

გოდერძის გზის მშენებლობა ადიგენში 11 ადგილობრივის ნაკვეთს ეხება
ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო–ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა 11 ადგილობრივის ნაკვეთს ეხება. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ გამგებლის წარმომადგენელი ზარზმის ტერიტორიულ ორგანოში გურამ გავაშელი აცხადებს.

გოდერძის გზის პროექტი მუნიციპალიტეტში მხოლოდ სამ დასახლებას – ზარზმას, მლაშესა და უტყისუბანს ეხება. ვიდრე ამ დასახლებებში აზომვითი სამუშაოები ჩატარდებოდა, კომპენსაციის მიმღებად 7 ოჯახი ითვლებოდა.

„ახლა რომ გაზომეს ტრასა, 4 ადგილობრივის ნაკვეთი დაემატა. ოთხივე მათგანი მლაშეში ცხოვრობს და მათი ფართობები „ძინძეს“ ტერიტორიაზეა. აქ სულ სათიბებია“, – ამბობს გავაშელი და ამატებს, რომ ტრასის ფართობთან ერთად სოფელში ადგილობრივების ნაკვეთებიც აიზომა – „ზუსტად დადგინდა საზღვრები, ახლა ამ საზღვრების საჯარო რეესტრში დამოწმებას ცდილობენ“.

მისი თქმით, იმ 11 ოჯახიდან, ვისაც კომპენსაცია ეკუთვნის, შესაძლოა ერთმა მიღება ვერ შეძლოს: „მიწის მიღება–ჩაბარების აქტი არ აქვს და გაფორმება უჭირს“.

ამ დრომდე გზის სამშენებლო სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ დაწყებულა.
„აქ მხოლოდ ზარზმასთან, მდინარე ძინძეზე ხიდი გააკეთეს ჯერ“, – ამბობს გავაშელი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო–ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს. მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. პირველ ეტაპზე ხულოდან გედერძის უღელტეხილამდე მისასვლელი გზა გაკეთდება. აქ 29 კილომეტრის მოწყობა იგულისხმება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2020 ‘ბორჯომი’ მეოთხე ლიგის ჯგუფში დაწინაურდა

16.10.2020 ახალგაზრდობის სააგენტომ ბორჯომში ‘მუნიციპალური ახალაგზრდული საქმიანობა’ დაიწყო

15.10.2020 როგორ იმუშავა და რას გეგმავს DMO სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის

15.10.2020 ევროპის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის დაიწყება გოდერძის გზის მშენებლობა
ეხება თუ არა განსახლება ადიგენის სოფლებს გოდერძის გზის გამო
ხულო-ზარზმის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყება
გოდერძის გზის მშენებლობა დაიწყო
მაია ცქიტიშვილი: ‘ხულო–ზარზმის გზის მშენებლობა 2020  წელს დასრულდება’
რატომ გვიანდება ხულო - ზარზმის გზის მშენებლობა
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება