FM97.5 / LIVE

ახალქალაქში სოფლებსაც მიხედავენ და თავადაც დასაქმდებიან

მთავარიეკონომიკა 30.03.2013
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის 1,121,118 ლარია გამოყოფილი. წელს სამუშაოების შემსრულებლებს კონკურსის წესით შეარჩევენ

ახალქალაქში სოფლებსაც მიხედავენ და თავადაც დასაქმდებიან
გასულ წელთან შედარებით ეს თანხა 5 ათასი ლარით გაიზარდა. თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული. სოფელს, სადაც 50-მდე 2,000 ლარი ერგება, 51–დან 200 ადამიანამდე – 4,000 ლარი, თუ სოფელში 201–დან 400 ადამიანამდე ცხოვრობს – თანხა 5,000 ლარია, 401–დან 1000 ადამიანამდე – 8,000 ლარი, ხოლო სოფლებს, სადაც 1000 ადამიანზე მეტი ცხოვრობს – 12,000 ლარი ერგება. გასული წლის მსგავსად, წელსაც, თითოეულ სულ მოსახლეზე ამ თანხას 12,57 ლარი ემატება.

რაში დახარჯონ თანხა, წელსაც სოფლის მცხოვრებლები გადაწყვეტენ. პრიორიტეტები უცვლელია: სოფელში სასმელი წყლის გაყვანა, შიდა გზები, საირიგაციო სისტემები, წყაროების რაოდენობის გაზრდა, სტადიონები, კლუბები, სპორტული ინვენტარი, რიტუალების სახლები. თანხების დახარჯვა სკოლების, გაზიფიკაციის ან სხვა მსგავსი მომსახურებისთვის, რომლებიც ან კერძოა ან ადგილობრივ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ შეიძლება.

პრიორიტეტების გამოსავლენად სოფლის კრებები 20 მარტს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება.

წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, სამუშაოები კონკურსის წესით ჩატარდება, პირდაპირ მოლაპარაკებებს ტენდერები ჩაანაცვლებს.
პროგრამაში არის პუნქტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. თუ თანხა რაიმე სამუშაოს დასასრულებლად საკმარისი არ იქნება, ადგილობრივი ბიუჯეტი სახსრების დამატებას შეძლებს.

პრიორიტეტის განსაზღვრის შემდეგ მუნიციპალიტეტმა ჯერ ხარჯთაღრიცხვის შესადგენად უნდა გამოაცხადოს ტენდერი, შემდეგ ძირითად სამუშაოებზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სურს კონტრაქტებში აუცილებლად აღინიშნოს, რომ სამშენებლო ორგანიზაციებმა ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელს ვაან ბატოიანს უჭირს დაზუსტება, როდის დაიწყება სამუშაოები.

„კონკურსი, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ დროში ვერ ვიგებთ. თუ ადრე კონტრაქტს საკრებულოს თავმჯდომარე ადგენდა და ადგილობრივებს აძლევდა, ახლა ეს კონკურსით უნდა მოხდეს. კონკურსი ერთი თვე გრძელდება, ჯერ ხარჯთაღრიცხვისთვის, შემდეგ სამუშაოების ჩატარებისთვის, შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია უნდა გამოცხადდეს. ამას დრო ჭირდება. კონკურსით დრო გაიჭიმება, მაგრამ მოთხოვნა ასეთია“, – ამბობს იგი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე


მეტი ასფალტირებული გზა და ახალი წყალსადენები სოფლებში

რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა
რა თანხა ერგება თითოეულ საოლქო კომისიას არჩევნების ჩასატარებლად
ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
ადიგენის 2020 წლის ბიუჯეტი რვა მილიონ ლარზე მეტია