სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა ამოქმედდა

მთავარისიახლე, განათლება 14.06.2017
ნოლიდან 7 წლამდე ბავშვებს, ვისაც განვითარებაში შეფერხება აქვთ, შეუძლიათ ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამაში ჩაერთონ.

ახალციხეში ბავშვთა ადრეული ჩარევის  პროგრამა ამოქმედდა
პროგრამის მიზანია, როგორც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების, ისე რისკ ჯგუფის ბავშვების გამოვლენა და განვითარების სტიმულირება, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისთვის მომზადება, მშობლებისა და ოჯახის წევრების ბავშვის აღზრდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური აქტიურობის შენარჩუნება და გაძლიერება.

გარდა ამისა, პროგრამის მომსახურებას იღებენ ტიპიური განვითარების მქონე ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა იყვნენ მეტად თამამები და წარმატებულები სწავლაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეძლონ საკუთარი ქცევის მართვა, განავითარონ სოციალური ურთიერთობები და კომუნიკაციის უნარები.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალციხესა და ადიგენში 6 სპეციალისტს შეარჩევენ.

„კვირაში ორჯერ სპაციალისტი მივა ბინაზე და პატარას დაეხმარება ფუქნციური უნარების, თვითმოვლის და სხვა და სხვა უნარების განვითარებაში“, –განაცხადა საქართველოს პორტიჯის ასოციაციის დირექტორმა ნინო ცინცაძემ.

მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვის სურვილი 60–მდე პირმა გამოთქვა, აქედან 11 შეირჩა. მათ გადამზადების კურსი და ტრენინგები გაიარეს.

ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და მას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებს.

ნინო ცინცაძის განმარტებით ამ ეტაპზე ახალციხისთვის 15 ვაუჩერია გათვალისწინებული. რაც იმას გულისხმობს, რომ 15 ბავშვს პროგრამაში ჩართვა უფასოდ შეუძლია. ამისთვის კი მსურველებმა ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის უნივერისტეტს უნდა მიაკითხონ. ის ბავშვები კი რომლებიც ვაუჩერს ვერ მოიპოვებენ, ერთ თვეში 148 ლარის გადახდა მოუწევთ.

„თუ პროგრამა იქნება მზარდი ვაუჩერების რაოდენობაც გაიზრდება. მშობლებს ვისაც სურვილი აქვთ აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ უნდა მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრში აღრიცხვაზე, ასევე მიიტანონ შვილის დაბადების მოწმობა, ფორმა 100, სადაც მითითებულია რა დიაგნოზი აქვს და მშობლების პირადობის მოწმობა. გარდა ამისა შეუძლიათ პირდაპირ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, პირველ ეტაპზე მაინც“, – განაცხადა ნინო ცინცაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ ყავთ გადამზადებული სპეციალიტი, რომელიც ჯავახეთში, ეთნიკურ სომხებთან იმუშავებს.

„როდესაც პირველად განცხადება დავდეთ jobs.ge -ზე ჩვენი მოთხოვნა იყო რომ მივესალმებოდით სომხურენოვან სპეციალისტს, თუმცა სამწუხაროდ არავინ შემოიტანა განაცხადი. ჩვენი გეგმა ნამდვილად არის, რომ პროგრამა გაფართოვდეს და მოიცვას ახალქალაქი და ნინოწმინდაც. თუმცა მარტო სურვილი არ არის, მან უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნებიც. თუ ვინმე გამოჩნდება მსგავსი მსურველი, მას თან ინდივიდუალურად ვიმუშავებთ და გადავამზადებთ“, – განაცხადა ნინო ცინცაძემ.

ადრეული ჩარევის პროგრამა საქართველოში 2006 წელს დაინერგა.

3 წლამდე ასაკი კრიტიკული პერიოდია სხვადასხვა უნარების (აზროვნება, მეტყველება, ემოციური, მოტორული, სოციალური უნარები) განვითარებისთვის. სწორედ 3 წლამდე ასაკში იჩენს თავს განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები. მნიშვნელოვანია პრობლემის აღმოჩენისთანავე მოხდეს ჩარევა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობა.

ადრეული ჩარევის პროგრამის მიზანი ადრეულ ეტაპზე საჭირო დახმარების გაწევაა იმ ბავშვისა და მისი ოჯახისათვის, რომელებსაც აღენიშნება განვითარების შეფერხება, აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა ან მისი განვითარების რისკი. კვალიფიციურმა ადრეული ჩარევის პროგრამამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ბავშვის განვითარების ტრაექტორია და გააუმჯობესოს შედეგები ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.04.2018 ასპინძაში, 'ასპინძის ბრძოლის' დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

20.04.2018 ‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია

20.04.2018 საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

19.04.2018 ‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

საფეხური: ბავშვთა ადრეული ჩარევის პროგრამა [Audio]
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
შშმ ბავშვებისათვის საახალწლო ღონისძიება მოეწყო
სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე ფულად დახმარებას მიიღებენ
1 ივლისიდან  უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
სამართლებრივი და პიროვნული განვითარების უფასო ტრენინგები