FM97.5 / LIVE

რას ჰყვებიან ხვედელიანის საქმეზე მოწმეები

მთავარისამართალი 29.03.2013
მოწმის სტატუსით დაკითხული ხვედელიანის ყოფილი კოლეგები და პირი, რომელიც პოლიციელებს 26 მაისის მიტინგზე ყოფნის გამო ნეკნების ჩამტვრევაში ადანაშაულებს

რას ჰყვებიან ხვედელიანის საქმეზე მოწმეები

დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის პროცესი 5 საათს მიმდინარეობდა. პროცესზე 6 მოწმე დაიკითხა, მათ შორის 5 ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი იყო.

პირველად ჩვენება ახალდაბის მკვიდრმა ნიკოლოზ ლომიძემ მისცა. იგი მეგობრებთან ერთად 2011 წლის 26 მაისს თბილისში მიტინგზე იყო. მისი თქმით, აქციის დარბევის შემდეგ ბორჯომში დაბრუნდნენ და სასადილოში ერთმანეთისათვის მოსაზრებების გასაზიარებლად შეიკრიბნენ. თუმცა, მანამდე სანამ შეკვეთილ ხინკალს მოიტანდნენ მათთან კუპეში ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიანი და ერთ-ერთი თანამშრომელი ალექსანდრე ბლიაძე შევიდნენ, იქ მყოფები ჩხუბში დაადანაშაულეს და პოლიციაში წაიყვანეს.

- ”პოლიციაში ხვედელიანმა მკითხა, მიტინგზე რატომ იყავიო და პირველად მან დამარტყა. 5-6 კაცი მირტყამდა, 2 ნეკნი ჩამიმტვრიეს”, - ამბობს ლომიძე და ამატებს, რომ ჩვენება კარნახით დაწერა და ხელიც ისე მოაწერა, რომ არ გაუპროტესტებია, რადგან იცოდა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უარესი დაემართებოდა.

ლომიძეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

- ”მხოლოდ სასამართლოზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვთქვი, რომ 26 მაისს მიტინგზე ყოფნის გამო დამაკავეს, - აცხადებს ლომიძე და დაცვის მხარის შეკითხვას, თუ რატომ არ გაასაჩივრა გათავისულფების შემდეგ თავისულფების უკანონოდ აღკვეთისა და ცემის შესახებ კითხვითვე პასუხობს - ვისთან გამესაჩივრებინა, სააკაშვილთან თუ კუბლაშვილთან?! რა აზრი ჰქონდა?!”

ასევე დაცვის მხარის შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი თქვა მან დაკავებმადე ან დაკავების შემდეგ ნეკნების ჩამტვრევის შესახებ ექიმთან, ან არსებობს თუ არა ერთი ადამიანი მაინც ვინც დაადსტურებს, რომ მას ხვედელიანი ურტყამდა პასუხობს: ”რომ მეთქვა ნეკნები მაქვს ჩამტვრეულიო გამომიშვებდნენ?!”

რაც შეეხება მოწმის არსებობას, ლომიძე ამბობს, რომ ამას არც ერთი პოლიციელი არ დაადასტურებს.

ლომიძის შემდეგ ჩვენება ბორჯომის პოლიციის უფროსის მოადგილემ ბორის ლაზარაშვილმა მისცა. ასევე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები მანუჩარ ჭყოიძე, დავით ბლიაძე, დავით იჩხიტიძე და ევგენი მელიოხინი. მათ პოლიციაში ლომიძის ცემის ფაქტი არ დაუდასტურებიათ და როგორც პროცესზე განაცხადეს ლომიძეს გარეგნულად ცემის კვალი არ აღენიშნებოდა.

როგორც პროცესზე განსასჯელმა ხვედელიანმა განაცხადა და ყველა დაკითხული თანამშრომელიც დაეთანხმა, პოლიციაში მის მიერ ჩატარებული ყველა თათბირი იმაზე საუბრით იწყებოდა, რომ არასდროს არვისთვის არ დაერტყათ.

მომავალი პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო, დანარჩენები 15 და 23 აპრილს ჩაინიშნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბრალდებული: 'ჩვენება ზეწოლით მიმაცემინეს'
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
რატომ ვერ დასრულდა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმე?
გამომძიებლების ჩვენება ხვედელიანის საქმეზე
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის საქმეში მტკიცებულებებს იკვლევენ

რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული