FM97.5 / LIVE

ვინ შეარჩევს ახალციხის საპატიო მოქალაქეებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2017
ახალციხის საპატიო მოქალაქეს 20 კაცისგან შემდგარი კომისია ათქულიანი სისტემით შეარჩევს.

ვინ შეარჩევს ახალციხის საპატიო მოქალაქეებს
20 კაციან კომისიაში, რომელიც ახალციხის მერიაში ჩამოყალიბდა, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უკვე გამოვლენილი საპატიო მოქალაქეები არიან.

კომისიის წევრები არიან:

1. ვლადიმერ ზედგინიძე, ქალაქ ახალციხის მერი;

2. დავით ლომიძე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

3.ილია ზარდიაშვილი, ახალციხის ვიცე–მერი;

4.დავით ტაბატაძე, ახალციხის მერის მოადგილე;

5. მერაბ ბერიძე, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

6. ქეთევან მიშველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

7. ამბარცუმ ბაბოიანი, ახალციხის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

8. გელა პეტაშვილი, ახალციხის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;

9. მამუკა მიქელაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

10. მარინე გოგოლაძე, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი;

11. ნუგზარ თამარაშვილი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი;

12. ზაზა თამარაშვილი, ააიპ „ ახალციხის ციხის“ დირექტორი;

13. ნათელა იაძე, ახალციხის საპატიო მოქალაქე;

14. ომარ ჯაყელი, ახალციხის საპატიო მოქალაქე;

15. მარინა ყურმაშვილი, ახალციხის N5 საჯარო სკოლის პედაგოგი;

16.ლევან აფციაური, სამცხე– ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;
17.ჯაბა ნათენაძე, დემოკრატ მესხთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე;

18 .ცირა მესხიშვილი, სამცხე–ჯავახეთის სახემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტის“ თავმდჯდომარე;

19. მაია იველაშვილი, ტელეკომპანია მე–9 არხის დირექტორი;

20. თინათინ ბარძიმაძე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში.

„კომისიის ყველა წევრი ერთად საპატიო მოქალაქეობის კანდიდატებიდან მხოლოდ სამს შევარჩევთ. კომისიის წევრებს დაურიგდებათ ფურცლები, სადაც კანდიდატთა გვარები ეწერება, მათ ყველა ჩვენგანი ათბალიანი სისტემით მივუწერთ ქულებს. საბოლოოდ ეს ქულები დაჯამდება და სამი საუკეთესო გამოვლინდება“,– ამბობს ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე.

ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება, ახალციხის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების (N13) მიხედვით აქვთ:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ)საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ)საკრებულოს შემადგენლობის სიით შემადგენლობის 1/3–ს;

ე) მოქალაქეთა საინიცატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%–ის ხელმოწერით;

ვ)ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს;

„თუ მოქალაქეს ექნება სურვილი, რომ წარმოადგინოს კანდიდატი, მაშინ მან უნდა შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი, არანაკლებ 40–60 კაცისა.
ამის შემდეგ მათ უნდა დაასახელონ მხოლოდ ერთი კანდიდატი. ამაზე დაწერონ განცხადება, რომელსაც თან დაურთავენ საინიციატივო ჯგუფის წევრების ხელმოწერებს და პირადი ნომრებს. ამით ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ჯგუფმა იმსჯელა შესაბამისი კანდიდატის თაობაზე და შემდგეგ აღნიშნულ კანდიდატს კომისია განიხილავს“, – აცხადებს ვლადიმერ ზედგინიძე.

კანდიდატებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების მერიაში დაფიქსირება მოქალაქეებს 20 ივნისამდე შეუძლიათ. შემდეგ კი კომისია სამ საპატიო მოქალაქეს ფარული კენჭისყრით 25 ივნისამდე გამოავლენს.

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება, შალვა ახალციხელი ხსენების დღეს, 30 ივნისს გაიმართება.

[მარიამ ბარძიმაძე,ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საპატიო მოქალაქეს 11–კაციანი კომისია შეარჩევს
საპატიო ახალციხელების კანდიდატების დასახელება დაიწყო
მერიაში  საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების წარსადგენად  განაცხადების შეტანა დაიწყო
ახალციხეში საუკეთესოდ მოვლილი ეზოები გამოავლინეს
ახალციხის მერია ‘ახალციხელობისთვის’  ემზადება
ახალციხის მერია საპატიო მოქალაქეებს არჩევს
საპატიო მოქალაქეები: სტატუსი მოულოდნელი იყო