FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხს ელოდებიან

მთავარიეკონომიკა 29.03.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 12 პროექტი წარუდგინა. მათი ბედი ამ ეტაპზე უცნობია.

ახალქალაქში ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხს ელოდებიან

წარდგენილი პროექტები სამი ქუჩის რეაბილიტაციას ეხება - რუსთაველის, ჩარენცის და თავისუფლების ქუჩა ქალაქის სასაფლაომდე. ერთი ხიდის რეაბილიტაციის პროექტია. ოთხი პროექტი სოფლების აზავრეთის, მაჯადიას, ეხტილასა და ქოთელიას წყალსადენებს ეხება. ასევე არის სოფელ დიდ და პატარა სამსარში მიმავალი გზისა და ახალქალაქიდან სოფელ დილისკასკენ სოფელ კარტიკამამდე მიმავალი გზის რეაბილიტაციის პროექტები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის უფროსის ვაან ბატოიანის თქმით, ამ გზებით ერთდროულად რამდენიმე სოფელი სარგებლობს, მათზე არჩევანი ამიტომ შეჩერდა: ”გვინდა გავაკეთოთ ის გზები, სადაც ბევრი მოსახლეობაა. დილისკას გარდა ამ გზით სოფელ ჩუნჩხასა და პტნას მცხოვრებლებიც ისარგებლებენ. კარტიკამის გზით ბავრას, კარტიკამის, აბულ ტახჩას და ბზავეტის მოსახლეობა ივლის“.

როდის დამტკიცდება პროექტები, ჯერ უცნობია. ვაან ბატოიანის თქმით, თანხების გადანაწილების შემდეგ პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი დაუყოვნებლივ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 200 მლნ ლარი გამოყო. ახალქალაქიდან წარგზავნილი პროექტების ღირებულება ჯამში 8 მილიონს აღწევს.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხეს 3 პროექტი დაუმტკიცა
ახალციხე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3,234,685 ლარს მიიღებს
ახალციხის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ემზადება
რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა