FM97.5 / LIVE

ახალქალაქში დასუფთავების გადასახადზე ვერ თანხმდებიან

მთავარისაზოგადოება 30.04.2012
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში გაიზარდა იმ იურიდიული პირების რიცხვი, რომლებმაც შპს "სანიტარულ დასუფთავებასთან" ხელშეკრულება გააფორმეს, ნაგვის გატანა და ქალაქის დასუფთავება კვლავ პრობლემაა

შპს "სანიტარულ დასუფთავებასთან" ტერიტორიების დასუფთავებაზე ხელშეკრულება წელს 100-მდე ორგანიზაციამ და იურიდიულმა პირმა გააფორმა. გასულ წელს, ამგვარი ხელშეკრულება მხოლოდ 30 ობიექტს ჰქონდა.

შპს "სანდასუფთავების" დირექტორი პარგევ იორდანიანი ამბობს, რომ იურიდიულ პირებს მათთან კონტრაქტის გაფორმება გაუჭირდათ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 კუბური მეტრი ნაგვის გატანა 25 ლარი ღირს (1 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავი დაახლოებით ორი ნაგვის ურნაა). თუმცა, ამ ტარიფით მუშაობა ბევრს არ უნდოდა, ამიტომ, ხელმძღვანელობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო.

- ’’სხვაგვარად ვერ ვთანხმდებოდით, არავის უნდოდა სახელმწიფოს დადგენილი განაკვეთით გადახდა. საქორწინო სახლებსა და რესტორნებში ყოველ დღე ქორწილია, თითოეული ღონისძიებიდან თვეში 500$ აქვთ შემოსავალი, 400 ლარის გადახდა კი არ უნდათ’’, - ამბობს პარგევ იორდანიანი.

ხელშეკრულების მიხედვით გადასახადი 3-დან 150 ლარამდე განისაზღვრა. რიტუალების სახლები თვეში 150 ლარს იხდიან, რესტორნები 50-დან 100 ლარამდე. პატარა მაღაზიებისა და ფარდულებისთვის ტარიფი 3 ლარიდან იწყება.

პარგევ იორდანიანი ამბობს, რომ კონტრაქტების რაოდენობის გაზრდის ერთერთი მიზეზი გარემოს დაცვის სამსახურის კონტროლია. ორგანიზაცია ამოწმებს იურიდიულ პირებს და თუ მათ დასუფთავების სამსახურთან ხელშეკრულება არ აქვთ, შეუძლია დააჯარიმოს.

მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება არ გააფორმეს იმ დიდმა ორგანიზაციებმა, რომელთა საქმიანობის შედეგადაც დიდი რაოდენობის ნაგავი გროვდება. ბევრი ნარჩენებს მაღაზიის წინ მდებარე ნაგვის ურნებში წვავს,რის შედეგადაც მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.

აგრეთვე ვერ მოიძებნა მექანიზმი სასურსათო ბაზართან ხელშეკრულების გასაფორმებლად. სადამდე ვრცელდება სასურსათო ბაზრის ტერიტორია, ოფიციალურად განსაზღვრული არ არის. არ არსებობს პირიც, რომელიც პასუხს აგებს ბაზრის საქმიანობაზე. ბაზრის ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ახლო მომავალში გაიყიდება. მოვაჭრეები, მაღაზიებისა და ფარდულის მფლობელები ამბობენ, რომ სამი წელია ადგილის გადასახადს აღარ იხდიან.

ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი ურნიდან ნაგავი მთელი ზამთარი არ გაუტანიათ. ’’თებერვალში გადავწყვიტეთ ბაზრიდან ნაგვის გატანა, შეგვრცხვა, ყველას ვერ ავუხსნით, რომ ხელშეკრულება არ გავაქვს. დასუფთავების შემდეგ ცოტა ხნით ნაგვის ყუთები ავიღეთ, მაგრამ ისევ დავაბრუნეთ. მუდმივი გამყიდველები, ვისაც მაღაზიები აქვთ, მეთუნუქეები, მეწაღეები, დათანხმდნენ თანხის გადახდაზე. ხილისა და ბოსტნეულის გამყიდველებს კი არ უნდათ. თუ ვერ შევთანხმდით, ისევ ავიღებთ ურნებს’’, - ამბობს პარგევ იორდანიანი.

ვინაიდან ანტისანიტარიის საფრთხეს ყველა აცნობიერებს, მოვაჭრეები თვეში განსაზღვრული თანხის გადახდაზე შეთანხმდნენ. მწვანილის გამყიდველი ამბობს, რომ დასუფთავების გადასახადს თვეში ხუთ ლარს იხდის. თუმცა, ათი წელია სეზონურად ვაჭრობს და თანხა არასოდეს გადაუხდია კარტოფილისა და კომბოსტოს გამყიდველს. ’’არავის მოუთხოვია და არ ვიხდი’’, - ამბობს იგი.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ბედის ანაბარად მიტოვებული ბაზარი
ქალაქი ნაგავსაყრელის გარეშე
ახალქალაქი სუფთა ქალაქი ხდება
ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან
ახალქალაქის ბაზარში ელემენტარული პირობები არ არის
ქალაქი სანაგვე ურნების გარეშე
ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ