FM97.5 / LIVE

შსს–ში ცვლილებები ხორციელდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2017
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, დაგეგმილი რეფორმები და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგია–შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების სამმართველოების თანამშრომლებთან თათბირი ჩაატარა.

შსს–ში ცვლილებები ხორციელდება
თათბირზე შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ შსს-ში ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ახლა, განვლილი პერიოდი იძლევა უფრო სიღრმისეული ანალიზისა და შეფასების საშუალებას, რაც მაძლევს მყარ საფუძველს, მივიღო რიგი გადაწყვეტილებები უწყების კიდევ უფრო ეფექტიანი განვითარების მიზნით. დღეს ჩემი პრიორიტია საპატრულო პოლიციის რეფორმა, რათა ის სრულად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებსა და მოლოდინს, რაც საზოგადოებას, მოქალაქეებს მის მიმართ აქვთ.აქ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ პირადად გაგაცნოთ ჩვენი სტარტეგია და გეგმა, რადგან თითოეული თქვენგანის მოტივაციას და გააზრებულ ნაბიჯს ამ საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა აჭარის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს - ლევან მაისურაძე, ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს - კახაბერ ბუხრაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს - ნიკოლოზ გადელია, ხოლო შიდა ქართლის მთავარ სამმართველოს მიხეილ კალაძე უხელმძღვანელებს.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საკადრო ცვლილებებთან ერთად, საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობისთვის, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა.

გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადების სპეციალური კურსის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიციელთა კვალიფიკაციის და საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კურსი შსს-ს აკადემიაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, ტაქტიკურ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას. გადამზადების კურსს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსი შეიცვალა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უნიფორმა შეიცვალა [ფოტო]
ქულათა სისტემასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი მანქანები გადაეცა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ