FM97.5 / LIVE

ხუმრობა თუ სისხლიანი გარჩევა – რა მოხდა რაბათში

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 08.06.2017
ახალციხეში, რაბათის დასახლებაში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას სასწრაფო ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. გამოძიებას კი სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული ჰყავს;

ხუმრობა თუ სისხლიანი გარჩევა – რა მოხდა რაბათში

შემთხვევა, ახალციხეში, რაბათის დასახლების შესასვლელში, დაახლოებით 17:00– 18:00 საათზე მოხდა. როგორც აქ მცხოვრები, შუახნის ქალი ამბობს, ახალგაზრდების ჩხუბის ხმა დროის სწორედ ამ მონაკვეთში გაიგონა: „მაშინვე ვერ გამოვედი გარეთ, რომ გამოვიხედე აღარავინ იყო. მითხრეს, რომ აქ, ზემოთ, ჩვენი მეზობელი დაუჭრიათ“.

უბანში ყვებიან რომ 23 წლის ს.პ. მისმა მეგობარმა და მეზობელმა დაჭრა: „ვინც დაჭრა ადრე ციხეში იყო და ცოტა ისეთი ტიპია, რომ უნდა ყველა მის ჭკუაზე დადიოდეს. ნასვამები იყვნენ. ამ ბიჭისთვის დანა დაურტყიათ“.

რაბათში მცხოვრებლების თქმით, ის ვინც ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა, სხვას ეჩხუბებოდა, ს.პ. კი მის გაშველებას ცდილობდა და დანა მუცლის არეში სწორედ ამ დროს მოხვდა.

იმ საღამოს ს.პ. ძმასთან და ორ მეგობართან ერთად უბანში ქეიფობდა.

„ოთხი ვიყავით, სომხურ სასაფლაოსთან დავლიეთ და წამოვედით. ჩხუბი არ ყოფილა, ჭიდაობდნენ და შემთხვევით მოუხვდა დანა. ერთად გავიზარდეთ, ჩვენ შორის დაძაბულობა არასდროს ყოფილა, ახლა რატომ ვიჩუხუბებდით?!“ – ამბობს დაჭრილის ძმა ვ.პ.

რაც შეეხება დანას, რომელიც თან ჰქონდა სავარაუდო დამნაშავეს, დაჭრილის ძმა ამბობს, რომ „პამიდორის დასაჭრელად ქონდა, თორე ისე კი არ ატარებს“.

მომხდარის შემდეგ დაჭრილი ძმამ საავადმყოფოში თავად მიიყვანა: „მუცელი იმიტომ გაუხსნეს, რომ ენახათ შიგნით ჭრილობები ხომ არ ჰქონდა. ახლა კარგადაა, ხვალ ან ზეგ გამოწერენ“.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „უკეთაა. სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა“.

როგორც დაჭრილის ძმა ამბობს, უბანში პოლიცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ს.პ. საავადმყოფოში მიიყვანეს: „მოვიდნენ, დაათვალიერეს. ექსპერტიზები ჩაატარეს“.

ადგილობრივების თქმით, სამართალდამცავებმა რაბათის შესასვლელში მდებარე ერთ–ერთი მაღაზიიდან ვიდეო თვალის ჩანაწერებიც ამოიღეს.

„იყვნენ მოსულები, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, გაფუჭებულია კამერა, არ იწერს. ისე გამყიდველი შეესწრო რომ ჩხუბობდნენ და გაყარა, აქ ნუ ჩხუბობთო “, – გვიხსნიან მაღაზიაში.

ამავე მაღაზიის გამყიდველი კი ამბობს, რომ თავად ჩხუბის ფაქტი არ უნახავს: „აქ იდგნენ, საუბრობდნენ, მერე რა მოხდა, არ ვიცი“.

რა მოხდა რაბათში 4 ივნისის საღამოს, ამას ახალციხის რაიონული სამმართველო სსკ–ის 117–ე მუხლით იძებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავთ, პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ამ დრომდე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.დაჭრილის ოჯახს მომხდარზე პრეტენზია არ აქვს.

ხუმრობა თუ სისხლიანი გარჩევა – რა მოხდა რაბათში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

12.06.2019 ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველი ივლისიდან დაიწყება

11.06.2019 სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.06.2019 ექსკლუზიური კადრები ანდაში მომხდარი შემთხვევიდან [ვიდეო]

14.06.2019 ანდაში დაჭრილი კაცებიდან ერთის მდგომარეობა სტაბილურია

14.06.2019 ჩაიხედე თამარ მეფის სარკეში...

14.06.2019 საპატრიარქო ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ახალციხეში ქმარმა ცოლი  დაჭრა
ახალციხეში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
ახალციხეში  40 წლის ქალი დაჭრეს
რატომ დაუპირისპირდნენ ქართველი და სომეხი ახალგაზრდები ერთმანეთს – გენოციდის ღამის ინციდენტის დეტალები
საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს
სისხლიანი გარჩევა ახალციხეში