"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძვის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 08.06.2017
"გადავარჩინოთ ეროვნული საგანძური აბასთუმნის ბუნება,მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ იმ სიმდიდეს რომელიც გაგვაჩნია“, – ეს არის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდის „იმედის“ დევიზი, რომლის ფარგლებშის მოსწავლეებმა არაერთი აქტივობა განახორციელეს.

აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძვის

დაბა აბასთუმნის საჯასო სკოლის 30–მდე მოსწავლე კონკურსში 15 აპრილიდან ჩაერთო და ამ ხნის განმავლობაში არაერთი აქტივობა განახროციელეს. დასუფთავების აქციასთან ერთად დარგეს 50–მდე ფიჭვისა და კაკლის ნერგი.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის წევრებთან და ადგილობრივ გამგეობასთან ერთად დავასუფთავეთ ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია, დავრგეთ ნერგები, ჩავატარეთ კონფერენცია სახელწოდებით ‘ენერგოდაზოგვა’,ასევე დავალაგეთ სკოლის ტერიტორია, გავაკეთეთ მცირე ზომის პლაკატები,წარწერით ‘დაიცავით სისუფთავე’და გავაკარით იქ სადაც ხალხი ხშირად მოძრაობს“, – განაცხადა დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ლია გვარამაძემ.

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრები დამსვენებლებს ურჩევენ კორორტს გაზაფხულზე, მაშინ ეწვიონ, როცა ფიჭვი ყვავილობს.

„ჩვენი, აბასთუმნელების უმორჩილესი თხოვნა იქნება არ დააბინძუროთ გარემო: არ დაყაროთ პოლიეთინელის პარკები, ბოთლები, ჭიქები და ა.შ. უსუფთაო და დანაგვიანებული გარემო საფრთხეს უქმნის აბასთუმნის ფლორასა და ფაუნას, ბინძურდება კურორტის უნიკალური ჰაერი“, – აცხადებენ სკოლის მოსწავლეები.

წლევანდელი კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენისა და სათემო სერვისების განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებასაც მისცემს.

კონკურსში გამარჯვება საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების დაგროვებით არის შესაძლებელი. სასურველი ღონისძიებების შესარჩევად სკოლებს საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები მიეცემათ.

კონკურსის პარტნიორები არიან – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation).

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


15.08.2017 განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

11.08.2017 მინისტრის ახალი ინიციატივა – სკოლებში ვაშლები დარიგდება

07.08.2017 7 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის აპელაციის პროცესი დაიწყო

03.08.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2017 ახალციხეში ავტოფარეხში ორი მანქანა ჩაიწვა – მეპატრონე ფიქრობს რომ მანქანები დაუწვეს [Photo]

16.08.2017 ახალციხის ტბაზე ადმინისტრაციული შენობა შენდება

16.08.2017 მოხის კომისიის საქმიანობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

15.08.2017 ივლიტაში ერთი წლის დაგებული ასფალტი დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია
კვირის აქცენტი: სოფელ აბასთუმნის სკოლის საქმე [Video]