FM97.5 / LIVE

ბოლაჯურის მოსახლეობას ”ოცნების”დახმარების იმედი აქვს

მთავარიეკონომიკა 28.03.2013
სადაო მიწის შესახებ ბოლაჯურში მცხოვრებლებმა დასახმარებლად”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ადიგენის რაიონულ ორგანიზაციას მიმართეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ამბობს, რომ კორპორაციასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ბოლაჯურის მოსახლეობას ”ოცნების”დახმარების იმედი აქვს

”სოფლის მეურნეობის კორპორაციამ” ნაკვეთი მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო ორგანიზაცია შპს ”ქართულ მწვანილს” გადასცა. ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის, რომ მიწა მოსახლოებას დაუბრუნოს, თუმცა არის საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ და ამიტომ, სანამ მოსახლოებას არ შევხვდები, დეტალებზე ვერ გესაუბრებით“, - გვითხრა ლობჯანიძემ.

კიდევ რას ედავებიან ადგილობრივები კორპორაციას?


ბოლაჯურში მცხოვრები გელა ჩხიტუნიძე ”სოფლის მეურნეობის კორპორაციას” მიწების დაბრუნების გარდა, მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს.

ჩხიტუნიძე ამბობს, რომ სადემონსტრაციო ნაკვეთზე სარწყავი სისტემის გაყვანის დროს, მისი ნაკვეთი დაზიანდა. კორპორაცია ზარალის ანაზღაურებას შეპირდა, თუმცა თანხა ამ დრომდე არ მიუღია.

ჩხიტუნიძის მსგავსად, კომპენსაციის მოლოდინში კიდევ ოთხი ოჯახია.

”200 ლარის ზარალი იყო, საქართველოს ბანკიდან კარტა ამაღებინეს, გვითხრეს ზარალს აგინაზღაურებთო, მაგრამ დღემდე არავის ჩაურიცხავს. მენეჯერმა კახა ქიმაძემ მითხრა, ყველა საბუთი გააკეთე და კომპენსაციას მიიღებო. კომისიაც იყო და შეამოწმა დაზიანებული ნაკვეთები, მაგრამ მაინც არ გვაძლევენ ფულს”,-ამბობს იგი.

დაზარალებულებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ საკითხის მოგვარებაც სთხოვეს. თუმცა, როგორც გამგეობაში განუმარტეს, ამ პრობლემის მოგვარება მათ მოვალეობებში არ შედის და კორპორაციის ხელმძღვანელობას უნდა მიმართონ.

კომპენსაციების თაობაზე ლევან ლობჯანიძემ ”სამხრეთის კარიბჭესგან” შეიტყო. იგი ამბობს, რომ კორპორაციას ამ საკითხზეც დაელაპარაკება.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

”სოფლის მეურნეობის კორპორაცია” ბოლაჯურის მოსახლეობას პასუხობს
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
”მიწა, რომელსაც ბოლაჯურის მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს საკუთრებაა”
ბოლაჯურში მიწების დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება
”ქართული ოცნების” აქტივისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ადგენენ
აკაკი მაჭუტაძე: ზარალი დიდია, თუმცა ისეთი არა, როგორც წინა წლებში