FM97.5 / LIVE

რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.06.2017
ბათუმი–ახალციხის სავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების ნაწილს, კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის“ ხელმძღვანელობა სახელფასო დავალიანების ნაწილობრივ დაფარვას დაჰპირდა.

რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია

სამშენებლო კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანნსიგნალის“ ხელმძღვანელები ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების იმ ნაწილს შეხვდნენ, ვისთვისაც სახელფასო დავალიანება არ აუნაზღაურებიათ.

როგორც დასაქმებულები, ამბობენ, იმ პირობით, რომ მათ სამშენებლო პროცსი არ შეაჩერონ, კომპანია მომავალ ორშაბათს, 12 ივნისს, დავალიანების ნაწილის დარიცხვას დაჰპირდა. რაც შეეხება, იმ დასაქმებულებს, რომლებმაც დავალიანების მესამედი გასულ კვირას მიიღეს, კომპანია თანხის სრულად დაფარვას ივნისის ბოლომდე ჰპირდება. თუმცა ამ დაპირების, ბათუმი–ახალციხის გაზაზე დასაქმებულებს არ სჯერათ და ამბობენ, რომ კომპანია მათი კუთვნილი ხელფასების მითვისებას ცდილობს.

„ხელფასის ანაზღაურებას ყოველი თვის ბოლოს გვპირდებიან, მერე ცოტას გვირიცხავენ რომ გავჩუმდეთ, აქ რაღაცაშია საქმე. ელოდებიან როდის დაგვასრულებინებენ გზის გაკეთებას, რომ მერე სულ დაიკარგნონ“, – ამბობენ ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები და ამატებენ, რომ იმ იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათს არ დაირიცხა ხელფასები, აღარ იმუშავებენ.

„მანქანაზე საბურავებიც აღარ მივარგა, კიდევ ნისიად ავიღო?! ფული არ მაქვს რომ შევცვალო, ვალები მაქვს ყველგან და ამათ გადამკიდე ვეღარ ვიხდი“, – ამბობს ოლეგ ჩილინგარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმი–ახალციხის გაზაზე დასაქმებული 60–მდე მუშა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 3 მაისს გაიფიცა. რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ, დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელობა დაპირდა, რომ 17 მაისამდე სრულ თანხას აუნაზღაურებდა, თუმცა დათქმულ ვადაში ხელფასი, მუშების მხოლოდ ნაწიმა მიიღო, ზოგს კი სახელფასო დავალიანების მხოლოდ ერთიმესამედი, გასულ კვირას ჩაერიცხა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია
ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ