FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან

მთავარისიახლე 06.06.2017
სოფელ ხეოთში დასუფთავების გადასახადის დაწესებაზე ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ გადასახადი ოჯახებს არათანაბრად ერიცხება, ნაწილი კი საერთოდ ვერ სარგებლობს ამ სერვისით.

ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან

სოფელ ხეოთში მცხოვრებმა ცირა ბერიძემ დასუფთავების გადასახადის ქვითარი რამდენიმე დღის წინ მიიღო. მისი განმარტებით, წლის ბოლომდე 14 ლარი უნდა გადაიხადოს: „რით უნდა გადავიხადო, არ კითხულობენ საიდან უნდა ვიშოვოთ ეს ფული. მე საერთოდ ვერ ვსარგებლობ, ძალიან შორს ვცხოვრობ და როცა ნაგავი მომაქვს ურნა უკვე სავსე მხვდება“.

მისი თქმით, სოფელში მხოლოდ ოთხი ურნა დგას, რაც საკმარისი არ არის, გარდა ამისა, გადასახადის ოდენობა ოჯაში ჩაწერილი წევრების მიხედვით მისდის, რომლებიც წლებია მასთან აღარ ცხოვრობენ: “ადრე კარგი იყო უბნებში დადიოდა დასუფთავების მანქანა, ჩემს სახლთან ჩერებოდა, „მეშოკებში“ ვაგროვებდით ნარჩენებს და მერე მიქონდათ“.

ადგილობრივების განმარტებით არასამართლიანია გადასახადის გადანაწილებაც.

„4 სულზეც ორი ლარი უნდა გადავიხადო თვეში და 10 სულზეც?! ეს რა უბედურებაა, მე არც მაშინ მისარგებლია მანქანა რომ დადიოდა სოფელში და არც ახლა, რადგან შორს ვცხოვრობ ცენტრალური ქუჩიდან“, – განაცხადა ეთერ ვეშაგურმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფლებში დასუფთავების გადასახადს ივნისიდან გადაიხდიან, თუმცა ეს იმ სოფლებს ეხება, სადაც ნაგვის ურნები დგას და დასუფთავების მანქანაც ყოველ მესამე დღეს მიდის.

„ერთ სულზე 50 თეთრია გადასახადი, ოჯახზე არაუმეტეს ორი ლარისა, ანუ ოთხსულიან ოჯახსაც თვეში ორი ლარის გადახდა მოუწევს და 10 სულიანსაც. ეს გადაწყვეტილება 2014 წელს მივიღეთ საკრებულოს სხდომაზე“, – განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის ენოკომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ნოდარ ტალახაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითქმის ყველა სოფელში დგას ნაგვის ურნა და დადის დასუფთავების მანქანა: "ამ ეტაპზე დარჩენილია სვირი–ტატანისის, ანი–ჭვინთის და თისელის მიმართულება, სადაც უახლოეს პერიოდში შევიტანთ ნაგვის ურნებს".

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გასულ წლებში ვალისა და სხვილის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს ყოველთვიურად, სტაბილურად იხდიდა. მათგან გადასახადის ამოღება 95%–ია. შედარებით ნაკლებია გადასახადის ამოღება აწყური–აგარის მიმართულებით. დასუფთავების გადასახადს კი უმეტესად იურიდიული პირები იხდიან, ვიდრე ფიზიკური.

იურიდიული პირი ერთ გატანილ ნაგვის ურნაში 20–22 ლარს იხდის. სოფელში მდებარე მაღაზიების მეპატრონეები კი შედარებით ნაკლებს დაახლოებით 10–15 ლარს.

ნოდარ ტალახაძის განმარტებით ამ ეტაპზე ქალაქ ვალესა და დანარჩენ სოფლებში დაახლოებით 470 ურნა დგას, უახლოეს პერიოდში კი 75 დაემატება: "ეს იმ სოფლებში დაიდგმება, სადაც ნაკლები ურნა დგას“.

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გელა ლომიძის განმარტებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასუფთავების კუთხით 279 000 ლარი იყო განსაზღრული, თუმცა კიდევ 30 000 ლარი დაემატება: “გაფართოვდა მომსახურების არეალი და საჭირო იყო თანხის გაზრდა“.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადასახადებიდან შემოსულმა თანხამ 36 440 ლარი შეადგინა, წელს კი 1 მაისის მონაცემებით ეს თანხა 14 830 ლარია.

ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან
ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის  [Video]
ახალციხის სოფლებში ნაგვის კონტეინერებს დადგამენ
რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან
ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
დასუფთავების მოსაკრებელი – რა თანხა შევიდა ადგილობრივებისგან ბიუჯეტში ერთ თვეში