FM97.5 / LIVE

5 ოქრო და I ადგილი – შსს–ს გუნდის წამატება ძალისმიერი სამჭიდში

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2017
შსს-ს გუნდმა ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატში - „საქართველოს თასი - 2017“ 5 ოქროს მედალი, გუნდური 1-ლი ადგილი და საქართველოს თასი მოიპოვა.

5 ოქრო და I ადგილი – შსს–ს გუნდის წამატება ძალისმიერი სამჭიდში
ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატი - „საქართველოს თასი - 2017“ თბილისში 4 ივნისს გაიმართა, რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობდა.

სამცხე–ჯავახეთის ათლეტიზმის ფედერაციის ხელმძღვანელის სპარტაკ თაქთაქიძის განმარტებით სამცხე–ჯავახეთიდან ჩემპიონატში 8 სპორტსმენი მონაწილეობდა, აქედან სამმა მეორე ადგილი აიღო, ხოლო ხუთმა სპორტსმენმა პირველი ადგილი მოიპოვა.

ოქროს მედალი მოიპოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ 74 კგ წონით კატეგორიაში , მან 150 კილოგრამიანი შტანგა ასწია. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა კი 83 კგ წონით კატეგორიაში 185 კილოგრამიანი შტანგა დასძლია და ასევე ოქროს მედალი მოიპოვა. ვეტერანთა დივიზიონში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, კობა კობახიძემ 105 კგ წონით კატეგორიაში 142,5 კილოგრამიანი შტანგა ასწია, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს აეროპორტის განყოფილების უფროსმა დავით მაღრაძემ 120 კგ-მდე წონით კატეგორიაში 120 კილოგრამი დასძლია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა თეიმურაზ გოგოლაძემ კი 93 კგ კატეგორიაში 180 კილოგრამიანი შტანგა ასწია. სამივე სპორტსმენი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.
სპარტაკ თაქთაქიძის განმარტებით, ეს იყო მაღალი დონის ჩემპიონატი. ამ ჩემპიონატზე მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

„ევროპა–მსოფლიო ჩემპიონატების სალიცენზიო ტური იყო. ის სპორტსმენები, რომლებიც მაღალ შედეგებს დააფიქსირებენ, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო შედეგებთან მიღწეულ დონეს, ეს სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას ევროპა–მსოფლიო ჩემპინატებზე. ვის ექნება მონაწილეობის უფლება დაახლოებით ორ თვეში გაირკვევა“, – განაცხადა სპარტაკ თაქთაქიძემ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

შსს–ს სამცხე–ჯავახეთის უწყებების თანაშრომლებმა რესპუბლიკურ ჩემპიონატზე 2 მედალი აიღეს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
სამი ოქრო და გუნდური მეორე ადგილი ძალისმიერ წოლჭიმში
ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის პირველმა პირებმა ოქროს მედლები აიღეს
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
მერიის ჯილდო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების ხელმძღვანელებს