FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები ისევ გაფიცვებს აანონსებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 05.06.2017
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასქმებული მუშების ნაწილმა სახელფასო დავლიანების ნაწილი მიიღო, ნაწილს კი ხელფასი საერთოდ არ აუღია. ამიტომ მუშები ისევ სამუშაოების შეჩერებას გეგმავენ.

ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ ოლეგ ჩილინგარაშვილს, გასულ კვირას ასაღები 12 000 ლარიდან , დამსაქმებელმა კომპანიამ მხოლოდ 4 000 ლარი ჩაურიცხა.

ოლეგ ჩილინგარაშვილის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა, დარჩენილი თანხის დარიცხვას მალევე დაჰპირდა თუმცა, ამ დრომდე არ მიუღია: „ჩაგვირიცხეს, იმის მესამედი, რაც უნდა აგვეღო, ეტყობა ამ თანხით გაგვაჩუმეს. გვითხრეს ამ დღეებში კიდევ დაგირიცხავთო, მაგრამ ეგეც მოგვატყუეს. დღის ბოლომდე თუ არ ჩაგვირიცხეს, ტექნიკას გავაჩერებთ და აღარ ვიმუშავებთ“.

მისივე თქმით, სახელფასო დავალიანების ერთი მესამედი, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივმა მუშამ აიღო. იმ მუშებს კი, ვინც სურამიდან და ხაშურიდან არიან ჩამოსული, დავალიანება საერთოდ აუღიათ.

ამას გვიდასტურებს სურამში მცხოვრები გიორგი ლაბაძე, რომელიც მშენებლობაზე საკუთარი სატვირთო მანქანით მუშაობს. მისი თქმით, გასული წლის დავალიანება 10 000 ლარზე მეტი აქვს ასაღები თუმცა, კომპანიას საერთოდ არ აუნაზღაურებია.

„რამდენჯერმე თბილისში, ოფისშიც მივაკითხე კომპანიის ხელმძღვანელობას, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა გვპირდებიან და არ გვაძლევენ ფულს“, – ამბობს გიორგი ლაბაძე.

მის მსგავსად სურამიდან კიდევ ოთხი მუშაა, ვისაც დავილიანება საერთოდ არ აუღია.

კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის“ დირექტორს რაინდი ქანთარიას და საქმის მწარმოებელს გიორგი წერეთელს, „სამხრეთის კარიბჭე“ ისევ ვერ დაუკავშირდა.

შეგახსნებთ, რომ სამ თვიანი სახელფასო დავალიანების გამო 60–მდე მუშა პროტესტის ნიშნად მიმდინარე წლის 3 მაისს გაიფიცა. მუშებმა გზაზე, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი სამუშაო პროცესი შეაჩრეს და ვიდრე კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებდა, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ. დასაქმებული მუშების უმეტესობას ხელფასები 17 მაისს დაერიცხა, ნაწილმა კი დავალიანების ერთიმესამედი გასულ კვირას მიიღო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

19.10.2019 'ახალციხის მესხეთმა' სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონის პირველობა მოიპოვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან