FM97.5 / LIVE

იწყება კამპანია – 'კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის'

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2017
6 ივნისიდან საქარველოში ახალი კამპანია იწყება. თემის ლიდერი, ფერმერი, ექიმი, მასწავლებელი, სამართალდამცავი, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების, პოლიტპარტიების, მედიის წარმომადგენელი მამაკაცები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

იწყება კამპანია  – 'კაცები ქალთა პოლიტიკური მონაწილოებისათვის'
მეტი ქალი პარლამენტში – ქალთა მოძრაობის აქცია თბილისში. 2015 წლის 8 მარტი. ფოტო: ნეტგაზეთი


კამპანია იწყება ორგანიზაციის „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ ორგანიზებით და მიზნად ისახავს მამაკაცებმა მოახდინონ ქალთა პოლიტიკაში მონაწილებoის იდეის პოპულარიზება და მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს.

პირველი დისკუსია 6 ივნისს, 15:00 საათზე, გორში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ოფისში მოქმედ გენდერის მედია ცენტრში გაიმართება.

დისკუსიას გახსნის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) დირექტორი ჯერომ ლეღო და ჟურნალისტთა ქსელის კოორდინატორი ინგა ალავიძე. დისკუსიას წარუძღვებიან გორის გენდერის მედია ცენტრის დირექტორი ნათია ომაძე; გორის დემოკრატიის სკოლის დირექტორი ზაზა ჭიპაშვილი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური, რომლებიც ისაუბრებენ მამაკაცების როლზე ქალთა პოლიტიკაში მონაწილოების მნიშვნელობის შესახებ.

გორის შემდეგ მსგავსი კამპანიები გაიმართება საქართველოს ყველა იმ ქალაქში, სადაც გენდერის მედიაცენტრები ფუნქციონირებს: ახალციხეში, ოზირგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში.

კამპანია იმართება პრექტის „თანასწორობა იგებს" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.

* რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ გენდერის მედიაცენტრების მდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდეთ მედიაცენტრების დირექტორებს.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გენდერის მედიაცენტრში 'გენდერული საუბრები' გაიმართება
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში „გენდერული საუბრები“ გაიმართება
აირჩიე თანასწორობა! – აქცია ქალების მხარდასაჭერად
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
'აირჩიე თანასწორობა' – საინფორმაციო აქცია საქართველოს 8 ქალაქში [Photo]
‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში