FM97.5 / LIVE

ახალციხეში ამნისტიაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 27.03.2013
139-ე მუხლს ამნისტია არ უნდა შეხებოდა, - ასე ფიქრობენ ახალციხელი ახალგაზრდები

ახალციხეში ამნისტიაზე იმსჯელეს
ამნისტიისა და პრობაციონერების რესოციალიზაციის თემაზე ახალციხელმა ახალგაზრდებმა დღეს ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია “ტოლერანტის” ორგანიზებით მოეწყო.

დისკუსიას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, იურისტები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, 2012 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის შესახებაც ისაუბრეს.

”გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი ამნისტიის მიზანშეწონილობის შესახებ გვემსჯელა, რომელიც 2012 წელს ათასობით პატიმარს შეეხო. ასეთი სახის ამნისტიამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია”-ამბობს პროექტის ”პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთში” იურისტი დავით თელიაშვილი.

დისკუსიისას ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ამნისტია არ უნდა შეხებოდა 139-ე მუხლით დაპატიმრებულებს (არასრულწლოვნებზე ძალადობა).

”მიმაჩნია, რომ ასეთი სახის დისკუსიები ხშირად უნდა იმართებოდეს”, - გვითხრა შეხვედრის დასასრულს იურიდიული სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტმა მარიამ სულაბერიძემ.

დისკუსია ”ტოლერანტის” პროექტის ”პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთში” ფარგლებში მოეწყო.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2020 საქართველოში ორი დღის განმავლობაში წვიმაა ნავარაუდევი

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეფექტური კომუნიკაცია
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
ფლეშმობი ახალციხეში
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
რა შეიძლება გაკეთდეს ნარკომანიის თავიდან ასაცილებლად
ახალციხეში ნარკომანიასთან ბრძოლის დღე აღნიშნეს
ახალციხეში ეკოტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს