FM97.5 / LIVE

”გლობალ ტივიმ” ანტენების დამონტაჟება დაიწყო

მთავარისაზოგადოება 27.03.2013
კომპანია ”გლობალ ტივის” წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში სატელიტურ ანტენებს უფასოდ ამონტაჟებენ.

”გლობალ ტივიმ” ანტენების დამონტაჟება დაიწყო

მრავალარხიანი ფიჭური სატელეკომუნიკაციო კომპანია ”გლობალ ტივი” სამცხე-ჯავახეთში სატელიტურ ანტენებს თვეზე მეტია უფასოდ ამონტაჟებს.

ამ ეტაპზე ანტენების დამონტაჟება რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ასპინძაში, ბორჯომსა და ახალციხეში მიმდინარეობს.

”უახლოეს მომავალში ახალქალაქსა და ნინოწინდაშიც დავიწყებთ, იმ მოსახლეობის დარეგისტრირებას, რომლებსაც სატელიტური ანტენის დამონტაჟება სურს. ამ ქალაქებში ჯერ ისეთი კადრები არ გვყვავს, ვინც მის დამონტაჟებას შეძლებს”, - განგვიმარტა ”გლობალ ტივის” წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ”გლობალ ტივის” აბონენტებს ერთი წლის განმავლობაში 1-18 ლარამდე ღირებულების პაკეტის არჩევა შეეძლებათ: ”ამ ეტაპზე აბონენტებს მხოლოდ განსაზღვრული არხებით სარგებლობა შეუძლიათ. თუმცა, დაახლოებით თვენახევარში ისინი სასურველი პაკეტების არჩევას შეძლებენ”.

კომპანია ”გლობალ ტივში” განმარტავენ, რომ ეს დრო კოსმოსში ფიჭური გადამცემების გაგზავნას სჭირდება.

”ჯერ კოსმოსში უნდა გაიგზავნოს გადამცემები, რომ მოსახლეობამ სასურველი არხები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მიიღოს”.

სატელიტური ანტენების დამონტაჟება კომპანიამ გასული წლის შემოდგომაზე წინა საარჩევნოდ დაიწყო. თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლებამ გარკვეული წინააღმდეგობები შეუქმნა და გარკვეული პერიოდი პროცესი შეჩერებული იყო.

მრავალარხიანი ფიჭური სატელეკომუნიკაციო კომპანია ”გლობალ ტივი” საქართველოში 2006 წლიდან მაუწყებლობს, რომელიც მაყურებელს ციფრული, HD და 3D მაუწყებლობას სთავაზობს.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
აბონენტებს წყლის დავალიანება უნახევრდებათ

წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს
დაბა ახალდაბაში ამბულატორიის დამონტაჟება დასრულდა
ფოთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ფერომონების დამონტაჟება დაიწყო
თოჯინების თეატრის რემონტი მაისში დასრულდება
თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება