FM97.5 / LIVE

რა დაჯდა პრეზიდენტის წითელი სახურავები

მთავარიეკონომიკა 27.03.2013
რა თანხა გამოიყო პრეზიდენტის ფონდიდან ახალციხეში სახურავების შესაცვლელად და რატომ მოუხდათ 4 თვეში სახურავების ხელახლა შეკეთება

რა დაჯდა პრეზიდენტის წითელი სახურავები

სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატი ხელახლა გარემონტებულ სახურავებს მხოლოდ მას შემდეგ ჩაიბარებს, როცა ქალაქში წვიმა მოვა. ეს იმიტომ რომ 4 თვის წინ დასრულებულ სამუშაოებში ხარვეზები სწორედ ხანგრძლივი წვიმის შემდეგ გამოჩნდა.

თამარაშვილის #7-ში მშენებელ კომპანიას სამხარეო ადმინისტრაციამ სახურავების შემოწმება ”სამხრეთის კარიბჭეში“ დაბეჭდილი სტატიის შემდეგ სთხოვა. აქ მცხოვრებლებს წყალი ჩასდიოდათ. შპს ”მექანიკას“ ახლადგადახურული სახურავის გარემონტება თამარაშვილის #5-შიც მოუხდა.

წყალი ჩასდიოდათ 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც.

-”9 აპრილზე სილა იყო საკვამურში გაჭედილი, გაწმინდეს და სილიკონით შეაკეთეს. რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩას აქ ხარვეზები უკვე აღმოფხვრეს, მაგრამ შეკეთებულს ჯერ არ ვიბარებთ, წვიმისას კიდევ ერთხელ შევამოწმებთ“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო აპარატის საფინანსო-სამეურნეო სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.

მისი თქმით, სახურავების საგარანტიო ვადა ჯერ გასული არ არის, ამდენად მშენებელ ფირმებს მათი შეკეთება საკუთარი სახსრებით მოუხდათ.

გასული წელს კი ახალციხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად პრეზიდენტის ფონდიდან 3576546,16 ლარი გამოიყო. ამ თანხით 152 შენობა ნაგებობა (საერთო ფართობით 93105 მ2. მათ შორის ახალციხეში 93 და ქალაქ ვალეში 59 შენობა) წითლად შეღებილი რკინის ფირფიტებით გადაიხურა.

რაც შეეხება ძველ მასალებს, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წერილიდან (#5/99 20.03.20013) ირკვევა ”95 პროცენტი ექსპლოატაციის ვადის გასვლის გამო, რასაც ასევე დაემატა სტიქიის შედეგად მიღებული დაზიანება, გამოუსადეგარი იყო. ვარგისი (მეორადი) მასალა დაურიგდა გაჭირვებულ და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას“.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მრავალბინიან სახლებზე სახურავების შეცვლა გასული წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
რატომ დაავალეს მშენებელ კომპანიებს 'პრეზიდენტის წითელი სახურავების' გადამოწმება
ახალციხელებს პრეზიდენტის ფონდით შეცვლილ სახურავებს ხელახლა ურემონტებენ
ახალციხეში, ახალშეცვლილი სახურავებიდან წვიმა სახლებში ჩადის
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
‘ახალციხის ციხეზე’ დაზიანებული კედლების და სახურავების შეკეთება დაიწყეს