FM97.5 / LIVE

როგორ შეარჩევენ საპატიო ახალციხელს – საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.06.2017
2017 წელს, საპატიო ახალციხელის კანდიდატურებს მოსახლეობა წარადგენს და მათგან მინიმუმ 12–კაციანი კომისია შეარჩევს. კომისიაში მოქალაქეები და თვითმმართველობის თანამშრომლები იქნებიან.

როგორ შეარჩევენ საპატიო ახალციხელს –  საკრებულომ ახალი წესი დაამტკიცა
2016 წლის საპატიო ახალციხელები

წელს საპატიო ახალციხელს განსხვავებული წესით შეარჩევენ, შარშანდელისგან განსხვავებით მოსახლეობას ფეიქბუქის გვერდზე გამოკითხვაში მონაწილეობა აღარ მოუწევს, უფრო მეტიც, ისინი თავად შესთავაზებენ კომისიის წევრებს საპატიო ახალციხელის კანდიდატებს.

აღნიშნულის შესახებ საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 2 ივნისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის განმარტებით, ასეთი წესით გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა.

„გავითვალიწინეთ საზოგადოებრივი დარბაზის და აღმასარულებელი ხელისუფლების რეკომენდაციები. კომისიის ნახევარი საზოგადოებიდან იქნება შერჩეული, ვინც არც გამგეობაში და არც საკრებულოში მუშაობს. აღარ იქნება განცდა, რომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს. ადრე საერთოდ არ იყო წესი და როდესაც საპატიო მოქალაქე ირჩეოდა, შეიძლება ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული“, – განაცხადა დავით ლომიძემ.

მისივე თქმით, საპატიო მოქალაქის გამოსავლენად სასრუველ კანდიდატს კომისიის წევრები როგორც თავად გადაწყვეტენ, ისე დაუჭერენ მხარს, ეს შესაძლოა დახურული ან ღია კანეჭისყრის საფუძველზე მიიღონ: „ეს რჩევა „საზოგადოებრივი დარბაზის“ წევრებმა მოგვაწოდეს, ჩვენ თავიდან ვაპირებდით, რომ ეს პროცესი დახურული ყოფილიყო“.

გარდა აღნიშნულისა წინა წლებისგან განსხვავებით, წელს შესაძლოა 3–ზე მეტი საპატიო მოქალაქე დაასახელონ.

შეგახსენებთ, რომ საპატიო ახალციხელის სტატუსი პირველად 2004 წელს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს მიენიჭა. საპატიო მოქალაქეების შერჩევის ტრადიცია, ოფიციალურად, 2013 წლიდან დამკვირდა. ყოველ წელს, „ახალციხელობის“ დღესასწაულზე, სამ საპატიო მოქალაქეს ირჩევენ და სიმბოლური საჩუქრებით ასაჩუქრებენ. სტატუსი სხვა რაიმე ტიპის შეღავათს არ გულისხმობს.

2016 წელს საპატიო მოქალაქის წოდება თინათინ ჯაყელს, ლელა ნაროზაულს და ნათელა იაძეს მიენიჭა. ახალციხეს უკვე 13 საპატიო მოქალაქე ჰყავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ გახდნენ ახალციხის საპატიო ახალციხელები
სამი საპატიო ახალციხელი ექვსი კანდიდატიდან შეარჩიეს
სამ საპატიო ახალციხელს, შვიდი კანდიდატიდან შეარჩევენ
‘საპატიო ახალციხელების' შერჩევა დასრულდა
ვის მიანიჭებდით საპატიო მოქალაქის წოდებას ახალციხეში [Video]
ახალციხეს სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს
ვინ ლიდერობს ‘საპატიო ახალციხელობის’ კანდიდატებში