FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეზე’ რეორგანიზაცია იწყება

მთავარისიახლე 02.06.2017
„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია რეორგანიზაციას გეგმავს. ადმინიტრაციაში ირწმუნებიან, რომ ცვლილება თანამშრომლების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს.

‘ახალციხის ციხეზე’ რეორგანიზაცია იწყება

რეორგანიზაციის შესახებ „ახალციხის ციხის“ დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა დღეს, 2 ივნისს, საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა: „ეს ითვალიწინებს სტრუქტურულ ცვლილებებს. პოზიციების შეცვლას თანამშრომლების და მათ გადაადგილებას, ჩვენი მიზანია უფრო ეფექტური გახდეს ციხის მართვა“.

მისივე თქმით, იგეგმება თანამშრომლების ნაწილის ხელფასის გათანაბრებაც, რის შედეგადაც ნაწილს დააკლდება, ნაწილს კი მოემატება: „არის გარკვეული პოზიციები: მთავარი სეპციალისტი, სპეციალისტი და უფროსი სპეციალისტი, ეს ადამიანები ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ, მათი სტატუსი შეიცვლება და ყველა სპეციალისტი იქნება, შესაბამისად ხელფასიც ერთნაირად მიეცემათ“.

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის განმარტებით, სამსახურის უფროსების ხელფასი 800 ლარით, ხოლო სპეციალისტების 500 ლარით განისაზღვრება.

„გარკვეულწილად ეკონომიას გამოიწვევს სახელფასო ხარჯისა, წლის ბოლომდე 8 620 ლარის ეკონომია გვექნება“, – განაცხადა ზაზა თამარაშვილმა.

რეორგანიზაციის შედეგად „ახალციხის ციხეზე“ ორი სამეურნეო, ერთი საფინანსო, ერთი საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტურიზმისა და უსაფრთხოების სამსახური იქნება.

„შტატების მატება ან დაკლება არ იგეგმება. რეორგანიზაცია არ ითავლწინებს სამსახურის დატოვებას, ჩვენ გვინდა ეს შემადგენლობა შევინარჩუნით.იქმნება სამეურნეო სამსახური, ამ სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა ელექტრომომარაგების სისტემის გამართულობაზე, ასევე აიღებენ ზრუნვას მცირე სარემონტო სამუშაოებზეც“, – განაცხადა ზაზა თამარაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს
ახალციხის ციხეზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს
ახალციხის ციხის ყოფილი საქმეთა მმართველი დირექტორს სასამართლოში უჩივის
„შერჩევითი რეორგანიზაცია“ ახალციხის ციხეზე
ახალციხის ციხეს ახალი უფროსი ჰყავს
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა