FM97.5 / LIVE

საქველმოქმედო სპექტაკლი სრული დასწრებით და ანშლაგით

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2017
გადავსებული დარბაზი და მქუხარე აპლოდისმენტები, – სოფელ რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული დავით გასიტაშვილის დასახმარებლად გამართულ საქმევლმოქმედო სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

საქველმოქმედო სპექტაკლი სრული დასწრებით და ანშლაგით

დღეს, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ ურავლისა და სოფელ მუსხის სასკოლო კლუბებმა ოჯახური ძალადობის შესახებ სპექტაკლი გამართეს. საქველმოქმედო კონცერტი მესხეთის სახელმწიფო თეატრში World Vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

„540 ბილეთზე მეტი იყო და სულ გაიყიდა. რამდენიმე ორგანიზაციამ იყიდა, მათ შორის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და პოლიციამ. ვინაიდან ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი, დიდი გამოხმაურება მოყვა, პრემიერაზე არ მიდის ამდენი ხალხი, რაც დღეს იყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ერთი ბილეთი იყიდა. სპექტაკლით ოჯახში ბავშვთა ძალადობის თემას გამოვეხმაურეთ“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის კოორდინატორმა ნინო ლომიძემ.

ურავლისა და მუსხის სასკოლო კლუბებმა სპექტაკლისთვის მზადება სამი თვის წინ დაიწყეს.

„მარტიდან დავიწყეთ მუშაობა, საბოლოო ჯამში ყველაფერი შედგა და მივიღეთ ის შედეგი რაც დღეს თქვენ ნახეთ“, – ამბობს სპექტაკლის ერთ–ერთი მთავარი გმირი მირანდა გოქსაძე.

ნინო ლომიძის თქმით, თავიდან სპექტაკლი მაყურებლებისთვის უფასო უნდა ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება დავით გასაიტაშვილის დახმარების მიზნით შეიცვალა. შეგახსენებთ, რომ 7 მაისს სოფელ რუსთავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას სამი მამაკაცი დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი 24 წლის დავით გასიტაშვილია.

მათ ვისაც სურვილი აქვს, რომ დავით გასიტაშვილის ოჯახს დაეხმაროს, თანხა შეუძლია ბანკის საშუალებით გადარიცხოს,

საქართველოს ბანკი: GE03BG0000000313412800; მიმღები გიორგი გასიტაშვილი;

ან ტელეფონის ნომერზე დარეკოს:

ბილაინის აბონენტთათვის – 0901701282; ზარის ღირებულება 1 ლარია;

საქველმოქმედო სპექტაკლი სრული დასწრებით და ანშლაგით

საქველმოქმედო სპექტაკლი სრული დასწრებით და ანშლაგით


[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს, დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
ავარიისას დაშავებული დავით გასიტაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
მესხეთის თეატრი თბილისს საქველმოქმედო სპექტაკლით დაეხმარება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად 6 208 ლარი შეგროვდა
სპექტაკლიც და კონცერტიც – ხალხი პრემიერაზე პლატფორმამ დაპატიჟა
ახალციხეში საქველმოქმედო სპექტაკლზე 200 ბილეთი გაიყიდა