სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2017
ახალციხის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო. სამუშაოებისთვის 7.465 ლარია გათვალისწინებული.

გამგეობამ ადმინისტრაციული  შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო

ახალციხის ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაზიანებული ნაწილებისაგან უკვე გაწმინდეს.

„ადმინისტრაციული შენობის სახურავთან ერთად, ძლიერმა ქარმა აწყურის კულტურის სახლის სახურავიც გადახადა, ამიტომ აუცილებელი გახდა, რომ სასწრაფოდ გამოყოფილიყო თანხა და სამუშაოები დაწყებულიყო ორივე შენობაზე“, – განმარტავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული შენობის სახურავისთვის 7.465 ლარი, აწყურის კულტურის სახლის სახურავისთვის 13. 565 ლარია გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 აპრისლ ძლიერმა ქარმა ადმინისტრაციის შენობის სახურავის ნაწილი გადახადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახურავი დროებით შეაკეთა, რათა წვიმის წყალი არ ჩასულიყო.

ადმინისტრაციის შენობაში ორი უწყება – სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაა. სახურავი იმ ნაწილშია დაზიანებული, სადაც გამგეობის სამსახურებია. გასული წლის სექტემბრამდე ამ შენობაში იყო ქალაქის მერიაც. 2016 წლის სექტემბრიდან კი მერია სხვა შენობაში გადავიდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

20.05.2018 სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.05.2018 ‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

22.05.2018 ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

22.05.2018 ახალციხეში სისხლის ჩაბარების აქცია დასრულდა

22.05.2018 დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ვინ უნდა შეაკეთოს ადმინისტრაციის შენობის აყრილი სახურავი
ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ასპინძაში შენობებს  სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა სოფელ აწყვიტაში სახლს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერი ქარი აწყურსა და ჭაჭარაქში – დაზიანებულია შენობები