FM97.5 / LIVE

”სოფლის მეურნეობის კორპორაცია” ბოლაჯურის მოსახლეობას პასუხობს

მთავარიეკონომიკა 27.03.2013
"სოფლის მეურნეობის კორპორაციის" წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობას ვითარების გასარკვევად კორპორაციის სათაო ოფისში ჩასვლას ურჩევენ

”სოფლის მეურნეობის კორპორაცია” ბოლაჯურის მოსახლეობას პასუხობს

სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობა "სოფლის მეურნეობის კორპორაციას" 30 ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობს ედავება.

ვითარების გარკვევა "სამხრეთის კარიბჭემ" "ადიგენის ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთის" ხელმძღვანელბასთან სცადა. ადგილზე მისულებს მხოლოდ დარაჯი და ნაკვეთის ზედამხედველი დაგვხვდნენ.

ზედამხედველმა კახაბერ ქიმაძემ განგვიმარტა, რომ მას მხოლოდ ტერიტორიის მეთვალყურეობა ევალება და კორპორაციის საქმიანობის შესახებ ვერაფერს გვეტყვის: "2012 წლის აპრილის თვიდან ვმუშაობ. ნაკვეთში კომბოსტო, კარტოფილი, წიწაკა, ლობიო და ხახვი გვეთესა. წელს რა იგეგმება, ნამდვილად არ ვიცი. მოყვანილი პროდუქტი ადგილზე იყიდებოდა. იმის გამო, რომ ხახვი გვიან დაითესა, შემოსვლა ვერ მოასწრო და გაგვიფუჭდა".

ზედამხედველი გვეუბნება, რომ მოსახლეობისთვის საცდელი ნაკვეთი დასაქმების საუკეთესო პერსპექტივა იყო.

- "გასულ წელს, ნაკვეთში, ბოლაჯურის მოსახლოების 80- პროცენტი იყო დასაქმებული. მოსახლოება ხელფასს დღიური გამომუშავებით იღებდა. გარდა ამისა, საცდელს 6 დარაჯი ჰყავდა, თითოეულის ხელფასი 300 ლარს შედგენდა", - ამბობს იგი.

კორპორაციის რეაქცია ბრალდებებზე

სს "სოფლის მეურნეობის კორპორაციის" დირექტორი ალექსანდრე ხოჯრევანიშვილი ამბობს, რომ ერთი თვეა ნაკვეთი შპს "ქართულ ბოსტნეულს" გადაეცა.

რამდენად სამართლიანია მოსახლეობის მოთხოვნა, ხოჯრევანიშვილს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უჭირს. იმ მოტივით, რომ დირექტორად ახალი დანიშნულია: "სასურველია ჩამოვიდნენ და ადგილზე გაგვესაუბრონ, ამის შემდეგ გავერკვევით სიტუაციაში".

იგივე პასუხი აქვს დირექტორს კომპენსაციების თემაზეც: "ამ ადამიანებს შეუძლიათ გამოცხადდნენ ჩვენთან, გავარკვევთ, თუ აქვთ დაწერილი განცხადება და თუ აქვთ საბუთი, რომ ნამდვილად დაზარალდნენ. მე მქონდა შეხება იმ ადამიანებთან ვინც ზიანი მიიღო და ჰქონდათ არგუმენტაცია დასაბუთებული. მათზე გაიცა კომპენსაცია".

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

”მიწა, რომელსაც ბოლაჯურის მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს საკუთრებაა”
ბოლაჯურის მოსახლეობას ”ოცნების”დახმარების იმედი აქვს
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
”ქართული ოცნების” აქტივისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს
ფერმერს სტიქიამ კარტოფილის ნათესების 40 პროცენტი გაუნადგურა
ბოლაჯურში მიწების დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება
მესხი ფერმერების „წყალში გადაყრილი“ მოსავალი