FM97.5 / LIVE

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 31.05.2017
ოთხი დღეა, ადიგენში, ათი სოფლის ადიგენთან დამაკავშირებელი ხიდი ისეა დაზიანებული, რომ მსუბუქი ავტომანქანაც ჩავარდა, თუმცა, ხიდის კაპიტალურ შეკეთებას წელს არ გეგმავენ.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

მეოთხე დღეა ე.წ. გორგულის ხიდზე, რომელიც ადიგენთან ათ სოფელს აკავშირებს, ამკრძალავი ლენტი და სხვა ნიშნებია დამაგრებული. აქ ფრთხილად, მხოლოდ ფეხით გადასვლაა შესაძლებელი. ჩანგრეულ ნაწილს ზემოდან ფიცრები ფარავს და ხიდზე მოაჯირებია მოხსნილი.
შემთხვევა ხიდზე 27 მაისს გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე მიმავალი მსუბუქი მანქანა დაზიანებულ ადგილზე ჩავარდა და გაიჭედა.

„მანქანა ჩავარდა, კიდევ კარგი არავინ დაშავდა. ღამე იყო და ძლივს ამოუყვანიათ“, – ამბობს სოფელ გორგულში მცხოვრები მზია კირვალიძე.
ადიგენში მცხოვრებლების თქმით, რადგან შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მას თვითმხილველებიც არ ჰყავს.

„ვინ ჩავარდა არ ვიცი, მაგრამ იჯარეთში ცხოვრობს ის კაცი, ვინც ამოიყვანა, „ურალის“ მძღოლია. მერე იქ გარშემო ქვები დააწყვეს, რომ სხვა აღარ ჩავარდნილიყო“, – გვიყვება შალვა ბახტურიძე, რომელიც ამ ხიდთან ახლოს „სვარკაზე“ მუშაობს.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხიდზე მანქანის ჩავარდნის ფაქტს არ ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ ხიდის ნაწილი ჩაინგრა და ამიტომ ლენტებით შემოსაზღვრეს: „უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ვეხმარებით ადგილობრივ თვითმმართველობას“.

თვითმმართველობის დახმარებას კი თავის მხრივ ადგილობრივები ითხოვენ: „მოგვხედონ სანამ ვინმეს იმსხვერპლებს ეს ხიდი! რამდენი წელია ასეა დაზიანებული და პატრონი არ ჰყავს“.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

ათი სოფლის დამაკავშირებელ ხიდზე, რომელიც საგზაო დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება, მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა. აქ 2015 წლის ოქტომბერში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელმა გოდერძი კუბლაშვილმა აქციაც მოაწყო და მოსახლეობასთან ერთად პრემიერს მიმართვა გაუგზავნა. ასე კუბლაშვილმა მთავრობის რეაგირება ითხოვა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წერილები მიიღეს. მთავრობა მათ გორგულის ხიდის საკითხის შესწავლას ავალებდა.

არც ერთ და არც მეორე უწყებას რომ ამ ხნის განმავლობაში არაფერი შეუსწავლია, ფაქტია. ორი წლის განმავლობაში ხიდზე სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, ხიდის კაპიტალურად გაკეთება შესაძლებელი არც მისი ჩანგრევის შემდეგ აღმოჩნდა.
„ახლა კაპიტალურად ვერ შევაკეთებთ, რეაბილიტაციისთვის ორკვირიანი სამუშაო ჩაუტარდება“, – გვითხრეს საგზაო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ხიდის რეაბილიტაციას შპს „არილი“ ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას საგზაო დეპარტამენტთან მიმდინარე წელს ხელშეკრულება გაფორმებული ხიდების მოვლა–შენახვაზე აქვს.

„როცა ასეთი ფორსმაჟორული ვითარებაა, მე ვაკეთებ ხოლმე. ტენდერს მინიმუმ თვეზე მეტი სჭირდება, ამიტომ დამირეკეს და ადიგენში გამომიშვეს პირდაპირ“, – ამბობს შპს „არილის“ სამუშაოების მწარმოებელი გრიგოლ შენგელია.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი
გრიგოლ შენგელია

მისი თქმით, დაახლოებით 20 დღეში ხიდზე ტრასნპორტის მოძრაობა აღდგება: „აქ ხის „ბალკები“ უკვე დამპალია. ეს ხიდი ძალიან დიდი ხნის წინაა გაკეთებული, ამიტომ მაგ ხის „ბალკების“ ადგილზე რიკინის კოჭები დაწყობა. ზემოდან გადავაგებთ 10 მილიმეტრი სისქის საფარს, რომელსაც გვერდებზე 50 სანტიმეტრი დაშორება ექნება ფეხით მოსიარულეებისთვის“.

გრიგოლ შენგელია ამბობს, რომ გარდა ხის ნაწილისა, ხიდზე დაჟანგებულია რკინის კონსტრუქციაც: „ ყველაფერს მოვლა უნდა თუ დროზე მიაქცევ ყურადღებას, შეღებავ მაგალითად, ეს იმისთვის, რომ ჟანგმა არ შეჭამოს, რკინის პირველი მტერი ჟანგია“.

ხიდზე რომ რკინაც და ხეც მწყობრიდანაა გამოსული ამაზე ადგილობრივებიც საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა ვიდრე ხიდი არ ჩაინგრეოდა, ტრასპორტით აქ მაინც მოძრაობდნენ. ახლა კი შემოვლითი, ე.წ. კახარეთის გზით, ხუთი კილომეტრზე მეტი მოშორებით დადიან.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

„სამი კილომეტრი უნდა გავიარო გორგულის ხიდის გავლით ფეხით, რომ სახლამდე მივიდე. ამდენი ხანი ეს ხიდი გაფუჭებული იყო და სანამ არ ჩაინგრა არ გააკეთეს“, – ამბობს სოფელ იჯარეთის მკვიდრი ზურაბ გელაძე.

იმის გამო, რომ კახარეთიდან შემოვლითი გზა დიდია, ხელით ურჩევნია ხიდზე სხვადასხვა საშენი მასალა ხელით გადაიტანოს გორგულში მცხოვრებ მამუკა აბულაძეს: „პრობლემას ნამდვილად გვიქმნის ეს ჩაკეტილი ხიდი. ხელით დაგვაქვს ყველაფერი“.

იგივეს აცხადებს ამავე სოფელში მცხოვრები გია გოგავაც: „რაიონიდან სოფელში ხან ქატოს, ხან სასუქის და პროდუქტის გატანა გვჭირდება, ვწვალობთ ძალიან“.

ავარიულ ხიდზე ფეხით მოძრაობაც უჭირს გიორგი ხუციშვილს: „პური, საჭმელი ვიყიდე და სახლში მიმაქვს. მხედველობის პრობლემა მაქვს და ხიდზე გავლის ძალიან მეშინია, მაგრამ სხვა რა გზაა, რაღაცა ხომ უნდა იყიდო“.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

მიუხედავად იმისა, რომ 10 სოფლის მოსახლეობა ბოლო წლების განმავლობაში ანალოგიურ ვითარებაშია, საგზაო დეპარტამენტს ხიდის კაპიტალური რემონტის გეგმა ჯერ კიდევ არ აქვს: „ახლა ვაკეთებთ პროექტს, 100%–ით არა, მაგრამ 80%–ით მაინც მომავალი წლისთვის გავაკეთებთ კაპიტალურად. შემდეგ იმ გარემონტებულ ხიდზე ყველა ტიპის ტრასნპორტი იმოძრავებს, ახლა კი იქ შეზღუდვა 5 ტონის ზევით იქნება“.

ხიდზე დროებითი შეკეთების მიზნით, სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყო. როგორც მშენებლ კომპანიაში „არილში“ ამბობენ, აქამდე ტექნიკის ჩამოსვლას ელოდნენ.

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ათი სოფლის დამაკავშირებელ  ხიდზე მოძრაობა ათ დღეში აღდგება
როდის აღდგება მოძრაობა სრულად 9 აპრილის ხიდზე  [Photo]
ადიგენში გორგულის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი ისევ ჩაინგრა
სახიფათოა თუ არა ადიგენში რვა სოფლის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა [Video]
შვიდთვიანი ლოდინის შემდეგ აწყვიტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო
10 სოფლისთვის საშიში ხიდი [Video]