FM97.5 / LIVE

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 31.05.2017
ახალციხეში, კომპანია "ლენდოს" ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოთხ წელიწადს გაატარებს.

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დღეს, 31 მაისს იმსჯელა. დაზარალებულის, ბრალდებულის ადვოკატისა და პროკურორის შეთანხმება მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების შესაბამისად, „ლენდოს“ დაყაჩაღბაში ბრალდებული პ.გ საპატიმრო დაწესებულებაში 4 წელს გაატარებს.

„ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე, მხარეები საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებაზე შევთანხმდით“, –განაცხადა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმების თაობაზე პ.გ–ს ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა პროკურატურას ჯერ კიდევ 11 აპრილს მიმართა. იგი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, ერთი ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კომპანია "ლენდოს" ფილიალი მიმდინარე წლის 16 თებერვალს დააყაჩაღეს. გამოძიება ახალციხელ შუახნის მამაკაცს ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–ტარებას ედავება. საქმეზე ძიება სსკ–ს 179–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საპროცესოზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში  ბრალდებულისთვის ადვოკატი საპროცესოს მოითხოვს
მესამედ გადადებული საპროცესო შეთანხმება
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა