FM97.5 / LIVE

ასპინძის ორი სოფელი ძლიერად დაისეტყვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2017
დღეს, 31 მაისს ასპინძის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ზველი და ჭობარეთი დაისეტყვა. განადგურდა სასოფლო–სამეურნეო სავარგულები.

ასპინძის ორი სოფელი ძლიერად დაისეტყვა
ძლიერი სეტყვა ზველსა და ჭობარეთში დაახლოებით 17:30 საათზე დაიწყო. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე პაპაშვილის განცხადებით სტიქიის შედაგად სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ხეხილი დაზიანდა.

„სოფლის რწმუნებულს ვესაუბრე და სასოფლო–სამეურნეო კუთხით ყველაფერი გაანადგურა. ხეებზე ფოთლებიც კი არ არის შერჩენილი“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში ალექსანდრე პაპაშვილმა.

მისივე თქმით, სეტყვისგან დაზარალებულ სოფელს რწმუნებული მოინახულებს, იმ შემთხვევაში თუ ინფრასტრუქტურული ზარალი იქნება, გამგეობა ადგილობრივებს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

„თუ ხიდი წაიღო, საცხოვრებელ სახლებს სახურავი ახადა ან დააზიანა, ამას შევისწავლით და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. ამ სოფლებში ამ დრომდე წვიმს“, – ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

სეტყვა იყო ორგორა–სახუდაბელშიც თუმცა უმნიშვნელოდ, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობა არ დაზარალებულა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


23.08.2019 პირველკლასელებისთვის ჯავახეთის სკოლებს 950 კომპიუტერი გადაეცათ

23.08.2019 ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს

23.08.2019 აბიტურიენტებისთვის პროგრამების შეცვლის ვადა 26 აგვისტოს იწურება

23.08.2019 მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა ამოქმედდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.08.2019 ადიგენში ბავშვი ცხენიდან გადმოვარდა და დაშავდა

23.08.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

23.08.2019 ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

23.08.2019 ‘ვგრძნობ, რომ ტვირთად ვიქეცი და თითქოს გამირბიან’ – გარემო, რომელიც გთრგუნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სამი სოფელი დაისეტყვა
ნინოწმინდაში ექვსი სოფელი დაისეტყვა - ანაზღაურებაზე მერიაში პასუხი არ აქვთ
ახალქალაქის სოფლები დაისეტყვა
ადიგენში ორი სოფელი დაისეტყვა
სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
ასპინძის მერის მოადგილე: ‘სტიქიამ მხოლოდ ბოსტნეული და ხეხილი დააზიანა’