FM97.5 / LIVE

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2017
ბავშვთა ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურები – სკოლების დირექტორებმა და მოადგილეებმა ორდღიანი ტრენინგი გაიარეს.

ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს

„ბავშვთა მიმართ ძალადობა –გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევაში“, ასე ქვია პროექტს, რომელიც იმ სკოლებში განხორციელდა, რომლებშიც მანდატურის სამსახური არ არის. პროექტის მთავარი მიზანი ძალადობის პრევენცია, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ამოცნობა, მათზე რეაგირება და რეფერირების პროცედურების განხორციელებაა.

„ორდღიანი ტრენინგი 19–მა მათგანმა გაიარა და დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა გადასცა სერთიფიკატები. სატრენინგო კურსი მოიცავდა თეორიულ მასალას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ჯგუფთან მუშაობის პრინციპებს, თემატურად დაკავშირებულ საკითხებს და აქტივიზატორებს. ამ კურსის ძირითადი მიზანია მათ იცოდნენ ძალადობის შემთხვევების გამოცნობა, იდენტიფიცირება. თუ როგორ მოახდინონ რეაგირება, შემდეგ რა ზომებს მიმართონ, ვისთან გადაამისამართონ, ანუ რეფერირების პროცედურები“, – განაცხადა ფსიქოლოგმა სალომე კაკაბაძემ.

მისივე თქმით, პროექტი, რომელსაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებდა უკვე დასრულდა. ორდღიანი სასწავლო კურსი სამცხე–ჯავახეთში ჯამში 140–მა დირექტორმა და მოადგილემ გაიარა.

„ასეთი სწავლება პედაგოგებსაც სჭირდებათ, განვიხილეთ შემთხვევა, როდესაც მოსწავლე მივიდა თვითმკვლელობამდე, როდესაც სწორი ინფორმაცია ექნება მშობლებს, პედაგოგებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სპასოვკის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ციური ხოზრევანიძემ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ონლაინ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართება
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
მინისტრის მოადგილე: 'სკოლებში  დისციპლინა მოეშვა'
დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე
ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა