FM97.5 / LIVE

ბილინგვური სწავლების დადებითი და სუსტი მხარეები

მთავარისაზოგადოება » განათლება 26.03.2013
ბილინგვური სწავლების ძირითად მეთოდებზე და ამოცანებზე არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს

ბილინგვური სწავლების დადებითი და სუსტი მხარეები

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებმა ბილინგვური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს. შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების, წყალთბილისა და წინუბნის სომხური საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებოდნენ. მათთვის საინტერესო კითხვებს პასუხი ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა ზედგინიძემ გასცა. მეორე საჯარო სკოლა ბილინგვური სწავლების პროგრამაში 2006 წლიდან არის ჩართული.

არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ ტრენინგები, რომლებიც მათ ჩუტარეს საკმარისი არ არის.

- ”ბილინგვური სწავლებისას სკოლაში ბევრ პრობლემას შევხვდით. ამიტომ, დახმარება მარინა ზედგინიძეს ვთხოვეთ. მართალია, ჩვენი პედაგოგები ტრენინგებზე იყვნენ, მაგრამ იქ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ვერ გამოიყენეს. რადგან ტრენინგი ქართულ ენაზე ტარდებოდა. იმისათვის, რომ უკეთ გაერკვნენ ბილინგვური სწავლების მეთოდებში მეტი შეხვედრებია საჭირო”,- ამბობს წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა ნახაპეტიანი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სომხურენოვან საპილოტე სკოლებში ”ბილინგვური განათლებისა და მშობლიური ენის შენარჩუნების პროგრამა” 2010 წელს დაინერგა. 2012 წლიდან ყველა არაქართულენოვან სკოლაში ამოქმედდა.

პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. მათი თქმით კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტი, სახელმძღვანელოების ნაკლებობა და სკოლებში სწავლების ეფექტური მეთოდისა და სასწავლო გეგმის არ არსებობა ხელს უშლის პროგრამის წარმატებით განხორციელებას.

- ”ყველაზე ცუდი ის არის, რომ სათანადო კადრები არაა. სოფლის სკოლებში სადაც არაქართველი მოსახლოებაა, ქართული ენის მასწავლებლები იმდენად დატვირთულები არიან, რომ ბილინგვური სწავლების საათებს ვეღარ ატარებენ”, - ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ სწავლებისთვის ხელისშემშლელი პირობა სახელმძღვანელოების არარსებობაა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

20.05.2019 სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

20.05.2019 NDI: არაქართულენოვან არხებს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად უმცირესობები იყენებენ

20.05.2019 NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად აფასებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბილინგვური მეთოდით ახალქალაქში მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი ასწავლის

არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
რატომ არ მოსწონთ მასწავლებლებს ბილინგვური სწავლება
საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება იწყება
მეთოდური ტრენინგები არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის
ახალციხის მეორე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი მარინა ზედგინიძე გარდაიცვალა
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად