FM97.5 / LIVE

ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2017
რატომ არის ანტიდასავლური პროპაგანდა რუსული პროპაგანდის ნაწილი და რა საფრთხეს ქმნის დემოკრატიის განვითარების პროცესში სიძულვილის ენა – ამ საკითხებზე ახალციხეში საჯარო ტრენინგი გაიმართა.

ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ ახალციხეში ტრენინგი ჩატარდა
დღეს , 30 მაისს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმდჯომარემ გიორგი მშვნიერაძემ ახალციხეში საჯარო ტრენინგი ჩაატარა. იგი ახალგაზრდებს ანტიდასავლური პოლიტიკის და სიძულვილის ენის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.

„ამ საუბრის მიზანია იმის გააზრება, თუ რა საფრთხეებს შეიცავს სიძულვილის ენა, ზოგადად ტოლერანტობის და შემწყნარებელი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. რატომ ქმნის თავად არაშემწყნარებელი საზოგადოება საფრთხეს დემოკრატიული განვითარებისათვის“, – ამბობს მშვენიერაძე.

ტრენინგზე სიძულვილის ენის გამოყენების მაგალთები განიხილეს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

,,რა არის სიძულვილის ენა. ეს არის ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე მიმართულია ამა თუ იმ ჯგუფის დამცირების, შეურაცხყოფის ან შევიწროებისკენ. მაგალითად, როცა შშმ პირებს ეძახიან ხეიბრებს. მისი მიზანია ჩვენგან განსხვავებული ადამიანების დაკნინება და მათი წარმოჩენა, ისე თითქოს ისინი საფრთხეს წარმოადგენდნენ უმრავლესობისთვის. ლიბერალიზმი ეფუძნება ერთი ადამიანის თავისუფლების აღიარებას და ისეთი საზოგადოების ფორმირებას, სადაც ბევრი თავისუფალი ადამიანი ერთობლივად არსებობს და ქმნის საზოგადოებას“, – ამბობს მშვენიერაძე.

სემინარზე, ასევე, ისაუბრეს დასავლურ ღირებულებებზე და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე.

,,ანტიდასავლური პროპაგანდა ძირითადად რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ორი სახით წარმოგვიდგება. პირველი, როგორ ცდილობს რუსული მედია, ანუ რუსული პროპაგანდის ინსტუმენტები ამ სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის საქართველოში და მეორე, როგორ ტირაჟირებს ამ სიძულვილის ენის გავრცელება საქართველოში“, – აცხადებს მშვენიერაძე.
მსგავსი საჯარო ტრენინგები საქართველოს 5 რეგიონში ჩატარდა.

ტრენინგი ტოლერანტობის, სამოქალქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის( PITA) ფარგლებში გაიმართა. ასევე ტრენინგის მხარდამჭერია აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო( USAID).

[ მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე ]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა

25.03.2019 სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ანტიდასავლური პროპაგანდის  შესახებ ახალციხეში საჯარო ტრენინგი ჩატარდება
ტრენინგი თემაზე: „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში“
სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს
ანტიდასავლურ კამპანია – ტრენინგი და დისკუსია ახალციხეში
რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება

ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა
'რომ არ მოტყუვდეთ, არ უნდა გყავდეთ ავტორიტეტები' – ქეთი დევდარიანის ლექცია რუსულ პროპაგანდაზე