FM97.5 / LIVE

სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა იგეგმება

მთავარისაზოგადოება 26.03.2013
თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მთელი საქართველოს მასშტაბით, თითოეულ დასახლებაში საზოგადოებრივი თვითმმართველობა შეიქმნება.

სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნა იგეგმება

ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა რეგიონის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

- ”საზოგადოებრივი თვითმმართველობა ეს არის თითოეულ სოფელში ფორმირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სოფლის კრებების ერთობლიობას წარმოადგენს. შედარებით პატარა სოფლებში კრების თავმჯდომარეს მოსახლეობა აირჩევს, დიდ სოფლებში უბნების მიხედვით ჩატარებული კრებები იქნება და ისინი წარმომადგენლობით საბჭოს აირჩევენ, - განმარტა თენგიზ შერგელაშვილმა და დაამატა, რომ საზოგადოებრივი თვითმმართველობის გარკვეული ფუნქციები ორ ეტაპად გაიყოფა: პირველი ეს არის 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები და მეორე მისი შემდგომი პერიოდი”.

მისივე თქმით კანონმდებლობის დროულად მიღების შემთხვევაში საზოგადოებრივი თვითმმართველობის ფორმირება მიმდინარე წელს მოხდება. 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შემდგომ აღნიშნულ ინსტიტუტს დამატებითი დატვირთვა ექნება.

ამ ეტაპზე საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ამოცანა იმ პროექტების შერჩევაში და მონიტორინგში მონაწილეობა იქნება, რომელიც საერთო ეროვნული პროგრამით ხორციელდება, მაგრამ სოფლებს უკავშირდება.

- ”მაგალითად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. წელს ეს პროგრამა უკვე დაწყებულია და პროექტების შერჩევაში საზოაგდოებრივი თვითმმართველობა მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, ის მხოლოდ მონიტორინგის განახორციელებს. თუმცა, მომდევნო წელს მას პროექტების შერცევის პროცესში შეეძლება ჩაერთოს”, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი ფუნქცია კი, რაც საზოგადოებრივ თვითმმართველობას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ექნება, ესაა რეფორმის პროცესში მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა.

- ”ადგილობრივი არჩევნების შემდგომ საზოგადოებრივი თვითმმართველობა ინტეგრირებული იქნება საერთო თვითმმართველობის სისტემაში. რაც გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტს რომელშიც ეს სოფელი შედის საშუალება ექნება, რომ თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს ცალკეული ფუნქციების დელეგირება. ამავდროულად ჩართული იქნება საბიუჯეტო პროცესში”, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მომავლის თვითმმართველობა
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
ცვლილებები რეგიონულ განვითარებაში
დავით ნარმანია 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
თენგიზ შერგელაშვილი მერებსა და გამგებლებს შეხვდა
ახალციხეში რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან
2019 წლიდან 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' აღდგება