FM97.5 / LIVE

ბუღაშენის სკოლა ნგრევის პირზეა

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.04.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე შვიდი სკოლის გასარემონტებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 390 000 ლარი გამოყო, მაგრამ ავარიული სკოლების საკითხი მაინც აქტუალური რჩება

სოფლებში: ჩამდურა, ალათუმანი, კორხი, ვაჩიანი, პატარა სამსარი, ბარალეთი(პირველი სკოლა) და ახალქალაქის მე-2 რუსული სკოლაში სარემონტო სამუშაოები მალე დაიწყება.

- ’’შეიცვლება კარი, ფანჯრები, კოსმეტიკური რემონტი, გამაგრდება შენობა, ერთი სიტყვით, ეს ისეთი სამუშაოებია, რომელიც სკოლას ესაჭიროება’’, - განმარტა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნარცის კარაპეტიანმა.

სარემონტო სამუშაოებმა გვერდი აუარა ავარიულ სკოლებს. ერთ-ერთი ასეთი სკოლა სოფელ ბუღაშენშია.

ბუგაშენის სკოლა 1959 წელს აშენდა და არ გარემონტებულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სკოლის დირექტორი თადევოს პალიანი ამბობს, რომ სკოლის შენობა საფრთხეს უქმნის იმ 100 მოსწავლეს, რომლებიც იქ სწავლობენ და ცხადია, იქ მომუშავე პერსონალსაც.

- ’’სკოლა ორი შენობისაგან შედგება. ერთი მეორესთან შედარებით შეიძლება უკეთესად ჩაითვალოს. იქ, რომელიც უფრო ცუდ მდგომარეობაშია, არც კარებია და არც ფანჯრები, გვათოვს და გვაწვიმს’’, - ამბობს სკოლის დირექტორი და იმედი, აქვს, რომ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ მაინც მიიღებს მცირე დახმარებას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა და სთხოვა, წარადგინონ სოფელ ბუგაშენის სკოლის პრობლემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

- ’’პასუხი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება’’, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსესიანი.

სკოლის შენობა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ სარემონტო სამუშაოები არ უშველის. შენობა უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს. სავარაუდოდ, ამის გამო ვერ მოხვდა იგი გასარემონტებელ სკოლათა სიაში.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის თქმით, ბუგაშენის სკოლის პრობლემა წარდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პასუხს ელოდებიან. რამდენი სკოლა აშენდება და სად, სახელმწიფოს დონეზე უნდა გადაწყდეს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ნოემბრიდან ბუღაშენში სკოლის მშენებლობა დაიწყება
სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია
ბუღაშენში პირველი ენერგოეფექტური სკოლა აშენდა
არალში ახალი სკოლა აშენდება
სამცხე–ჯავახეთის რომელ სკოლას არ ჰყავს პირველკლასელი
ბუღაშენში ახალი სკოლა შენდება
ბუღაშენში შვილების სკოლაში გაშვება ეშინიათ