FM97.5 / LIVE

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.05.2017
ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი ისევ კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვს. დამსაქმებელმა კომპანიამ მათ ნაწილს თანხა ჩაურიცხა, ნაწილისთვის კი ისევ არ მიუცია.

ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულთა ნაწილს ხელფასი ისევ არ აუღია

ბათუმი–ახალციხის გზის 8.5 კმ–იან მონაკვეთზე დასაქმებული 15–მდე მუშა ისევ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ელოდება.
ისინი ამბობენ, რომ კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის“ ხელმძღვანელობა კუთვნილი ხელფასების დარიცხვას ყოველ კვირაში ჰპირდება თუმცა არ ურიცხავს.

„ვისაც ცოტა ჰქონდა დარჩენილი დავალიანება, ყველას ჩაურიცხეს, ვისაც ბევრი გვაქვს ასაღები, არ გვაძლევენ, ყოველ კვირაში გვპირდებიან“, – ამბობს ერთ–ერთი დასაქმებული ოლეგ ჩილინგარაშვილი, რომელიც გზის რეაბილიტაციაზე სამი თვის განმავლობაში, საკუთარი სატვირთო მანქანით მუშაობდა და დამსაქმებელ კომპანიას 12 100 ლარი აქვს მისი ვალი.

„კომპანიის უფროსი რაინდი ქანთარია იყო ჩამოსული, ავუხსენი, რომ მანქანის საბურავებიც ვალით მაქვს აღებული, იმიტომ, რომ გზაზე ვმუშაობდი და ახლა ფულს მთხოვენ, პირობა დადო, რომ დღეს დაგვირიცხავდნენ, მაგრამ არ გვირიცხავენ“, –გვიხსნის ოლეგ ჩილინგარაშვილი.

ჩილინგარაშვილის მსგავსად დაპირებული ხელფასი არ აუღია დავით იაძესაც, რომელიც ასევე სატვირთო მანქანის მძღოლია: „არ ვიცი ჩვენ რატომ არ დაგვირიცხეს, გვპირდებიან და ამასობაში გზაზე სამუშაოებიც დასრულდება, ჩვენს გარდა კიდევ სურამიდან და ხაშურიდანაც არიან, ვისაც ხელფასი არ აუღია ისევ“.

გასარკვევად, რატომ ვერ მოხერხდა გზაზე დასაქმებული მუშების ნაწილისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ამ დრომდე, „სამხრეთის კარიბჭემ“ კომპანია „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის“ დირექტორთან რაინდი ქანთარიასთან სცადა დაკავშირება, თუმცა ვერ დავუკავშირდით.

ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობა კი უკვე დასასრულს უახლოვდება, ამ დროისათვის გზის მცირე მონაკვეთის მოსფალტებაა დარჩენილი.
სამ თვიანი სახელფასო დავალიანების გამო 60–მდე მუშა პროტესტის ნიშნად მიმდინარე წლის 3 მაისს გაიფიცა. მუშებმა გზაზე, ჯერ საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი სამუშაო პროცესი შეაჩრეს და ვიდრე კომპანია დავალიანებას არ აუნაზღაურებდა, სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებდნენ. დასაქმებული მუშების უმეტესობას ხელფასები 17 მაისს დაერიცხა, ნაწილი კი ამ დრომდე ელოდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბათუმი–ახალციხის გზაზე  დასაქმებულები  ისევ გაფიცვებს აანონსებენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი-ახალციხის გზაზე დასაქმებულები კომპანიის ხელმძღვანელებს ხვდებიან