სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო

მთავარისიახლე, სამართალი 29.05.2017
დაბა ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა 30 ივნისამდე გადაიდო. მიზეზი ექსპერტიზის დასკვნების დაგვიანება გახდა.

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო

ხვალ, 30 მაისს 14:00 საათზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოს ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მ.ზ–ის საქმეზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა გადაიდო.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ირმა ენდელაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, სხდომის გადადება პროკურატურის ინიციატივა იყო: „ექსპერტიზის პასუხები ცნობილი არ არის, ამიტომ სხდომა ერთი თვით გადაიდო. გამორიცხული არ არის სხდომის თარიღმა იგივე მიზეზით კიდევ გადაიწიოს“.

დაბა ასპინძაში მკვლელობა 8 აპრილს, ღამით მოხდა. ქმარმა 27 წლის ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი, – 3 და 6 წლის შვილი დარჩა. მკვლელობის ღამეს ორივე მათგანი სახლში იყო.

ცოლის მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 7–დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს იმსჯელა და მ.ზ –ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთს დღეს შეუფარდებენ
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს საპროცესოზე უარი ეთქვა
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს