FM97.5 / LIVE

გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.05.2017
სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებს ორი თვის დავალიანება აუნაზღაურეს.

გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს

სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებს მარტისა და აპრილის ხელფასი სრულად დღეს, 29 მაისს დაურიცხეს.

„მარტის ნაწილი პირველად რომ გავიფიცეთ მაშინ მოგვცეს. ამ დილით კი მარტის და აპრილის სრულად დაგვიფარეს“, – ამბობს ერთ–ერთი მუშა უშანგი ივანიძე.

მისი თქმით, მუშებს კომპანიის ხელძღვანელები დაპირდნენ, რომ მაისის ხელფასს დროულად მიიღებენ: „ამის შემდეგ პრობლემა აღარ შეგექმენაბთო, თუ ისევ დაიგვინება ხელფასი მუშაობას შევწყვეტთ“.

შეგახსენებთ, რომ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პირველად 11 მაისს, ერთი დღით გაიფიცნენ. დამსაქმებელი აზერბაიჯანული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ ანაზღაურება ჯერ 12 მაისს, შემდეგ კი 15–16 მაისს უნდა მიეღოთ, თუმცა დაპირება არ შეასრულეს. ამიტომ მუშები 18 მაისს ისევ გაიფიცნენ. ამჯერად გაფიცვა 3 დღეს გაგრძელდა. კუთვნილი ხელფასების მიღების დაპირების იმედად, დასაქმებულებმა მუშაობა კვლავ გააგრძელეს.

ხელფასების დაგვიანების მიზეზი, როგორც მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელობამ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა ფორმა ორის დაგვიანებით შევსება იყო.

სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“ ასრულებს.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საროში მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს
საროში მუშები ისევ გაიფიცნენ
საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება
რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები