FM97.5 / LIVE

საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2017
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ რელიგიური რუკების პრეზენტაცია გამართა.

საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს რელიგიური რუკის ორი ვარიანტი - რეგიონული და რაიონული, რომლებშიც ასახულია მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, საქართველოს ისტორიის მანძილზე მსგავსი სახის მასალა არ შექმნილა.

”საქართველოში პირველად შეიქმნა რელიგიური რუკა. სააგენტომ დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში იმუშავა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან კოორდინაციაში, შესაბამისად, დაიდო პროდუქტი. პროექტი განხორციელდა ორ ვარიანტად, რაც გულისხმობს ერთი მხრივ - რეგიონულ დონეზე რელიგიური რუკის შექმნას და მონაცემთა ბაზის არსებობას და მეორე გახლავთ რაიონებისა და ქალაქების დონეზე.

ამასთან, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ელექტრონული ვერსიის შექმნა, რაც ჩვენს საიტზე უკვე ატვირთულია. რაც ყველაზე საინტერესოა, ამას დაემატა საკულტო ნაგებობების რუკის შექმნაც. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში რელიგიური ცნობიერების ამაღლებას, რელიგიებს შორის ურთიერთკომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ეს წაადგება ტურიზმის განვითარებას”, - აღნიშნა ზაზა ვაშაყმაძემ.

ამასთან, რუკაზე დატანილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, რომლის თანახამადაც, საქართველოში ცხოვრობს 3 097 573 მართლმადიდებელი, 398 677 მუსლიმური თემის, 109 041 სომეხთა სამოციქულო თემის, 19 195 კათოლიკური თემის წარმომადგენელი, 12 395 იეჰოვას მოწმე, 8 591 იეზიდური თემის, 1 417 იუდეური თემის წარმომადგენელი. ამასთან, მონაცემებში აღნიშნულია კატეგორია ”სხვა” 66 915, სადაც იგულისხმება კატეგორიები, რომ აღმსარებლობა არ არის მითითებული, უარი პასუხზე, არც ერთი და სხვა მცირერიცხოვანი კონფესიების წარმომადგენლები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიის სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში რეგიონული წარმომადგენელი დანიშნა
საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს
EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
კვირის აქცენტი: რელიგიური კონფესიები სამცხე–ჯავხეთში [ვიდეო]
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
აშშ–ს ანგარიშში რელიგიის თავისუფლებაზე ‘მოხეს კომისიის“ საქმიანობა მოხვდა
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება