FM97.5 / LIVE

ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.05.2017
ქრისტიანული სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს. ამაღლების დღესასწაული აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.

ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
წმიდა სახარების მიხედვით, აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში, ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. ის მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომლებიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს, გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილებს აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ განშორებოდნენ იერუსალიმს.

ქრისტემ მოწაფეები გამოიყვანა ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და შეკრებილები აკურთხა. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, მათ თეთრად შემოსილი ორი კაცი ეჩვენა, რომლებმაც უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

[sknews.ge]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობას ზეიმობს
19 აგვისტოს ფერისცვალებაა