FM97.5 / LIVE

სატურნირო ცხრილში ,,მესხეთმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.05.2017
საფეხბურთო გუნდმა "მესხეთმა" ახალქალაქის "აბულს" ანგარიშით 1:0 მოუგო.

სატურნირო ცხრილში ,,მესხეთმა“ მერვე ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს რეგიონული ლიგის "გ"–ე ჯგუფის მეათე ტურის შეხვედრა ახალქალაქში გაიმართა. ფეხბურთის მატჩი დასაწყისიდანვე დაძაბული იყო. მიუხედავად "აბულის" გაძლიერებული შეტევებისა, შეხვედრის პირველი ნახევრის 38–ე წუთზე მესხეთის გუნდის თავდამსხმელმა, ონო მანუკიანმა გოლი გაიტანა. თამაში საბოლოოდ ანგარიშით 1:0 მესხეთის სასარგებლოდ დასრულდა.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენმა გუნდმა სამი ქულა მოიპოვა",– ამბობს გუნდის მწვრთნელი გელა მაისურაძე.

სატურნირო ცხრილში "მესხეთმა" მერვე ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ თამაშს გუნდი შინ ჩაატარებს. "მესხეთი" 3 ივნისს თბილისის გუნდ "სიტის" შეხვდება, მატჩი მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე გაიმართება.

მაისურაძის თქმით, "სიტისთან" შეხვედრით რეგიონალური ლიგის პირველი წრის თამაშების სერია სრულდება: "თამაშები, სავარაუდოდ, აგვისტოდან გაგრძელდება და საბოლოოდ ნოემბერში გამოვლინდება ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი".

რეგიონალური ლიგის ჩემპიონატში სულ 22 თამაში გაიმართება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


16.07.2020 ‘აგვისტოში 1 500-მდე ვაკანსია გამოცხადდება’ - მასწავლებელთა ეროვნული ცენტრი

16.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ბიოლოგიაში აბარებენ

16.07.2020 სოფიო გორგოძე ახალციხეში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 ‘ორ დღეს ვაძლევ ვაჟა ჩიტაშვილს რომ თავისი ფარები მოაშოროს’ - ბესიკ ამირანაშვილი [ვიდეო]

14.07.2020 ბორჯომის საკრებულომ ‘საგანგებო ბიუჯეტიდან’ 10 000 ლარამდე გახარჯა

14.07.2020 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი

14.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'მესხეთმა' მეორე საშინაო მატჩში წარმატება მოიპოვა
,,მესხეთმა“  მესამე წარმატებული მატჩი ჩაატარა
ფრედ დასრულებული პირველი საშინაო მატჩი
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
გარდამავალი ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა
‘მესხეთმა’ გადამწყვეტი მატჩი მოიგო - რეგიონული ლიგა დასრულდა
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი